კვირა, მაისი 11, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგარემოს დაცვა და ეკოლოგია"75 წლის წინ, 1947 წელს თაბორის ქედის ძირში...

“75 წლის წინ, 1947 წელს თაბორის ქედის ძირში საფუძველი ჩაეყარა მხატვრულ-დეკორატიული ნაკვეთის – პარტერის მშენებლობას” –

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს მხატვრულ-დეკორატიული ნაკვეთ – პარტერთან დაკავშირებით:

75 წლის წინ, 1947 წელს თაბორის ქედის ძირში საფუძველი ჩაეყარა მხატვრულ-დეკორატიული ნაკვეთის – პარტერის მშენებლობას, რომლის ავტორი – ლანდშაფტის ცნობილი არქიტექტორი გიორგი მანაგაძე გახლდათ.

პარტერის მშენებლობა 9 წელი მიმდინარეობდა.

აქ გვხვდება ისეთი მერქნიან მცენარეთა კომპოზიციები, როგორებიცაა კვიპაროსი, უთხოვარი, ღვია, სოფორა, ვერცხლისფერი ნაძვი, მაღალი მთის ფიჭვი, ჰიმალაური კედარი ბზა და სხვა🌲

პარტერის ტერიტორიაზე წლის განმავლობაში რამოდენიმეჯერ იცვლება ერთწლოვანი და მრავალწლოვანი ყვავილოვანი მცენარეები, რათა მუდმივად შენარჩუნებული იყოს მრავალფეროვანი დიზაინი🍃

შთამბეჭდავი ადგილია, დამთვალიერებლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს, თუმცა თუ ჯერ არ ხართ ნამყოფი პარტერზე, აუცილებლად ესტუმრეთ ბოტანიკურ ბაღს, ზაფხულში განსაკუთრებულად ფერადი და ლამაზია“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს ბოტანიკური ბაღის ისტორია

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

215 მონაწილე და 3 გამარჯვებული – ComCom-მა „ნამდვილი თუ მოგონილი“ მეთორმეტედ ჩაატარა

კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსი ,,ნამდვილი თუ მოგონილი?!“ უკვე მეთორმეტედ,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...