შაბათი, მაისი 10, 2025
28.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიშალვა პაპუაშვილი: სურათის წარმოჩენა, თითქოს პარლამენტი არ მუშაობს...

შალვა პაპუაშვილი: სურათის წარმოჩენა, თითქოს პარლამენტი არ მუშაობს და ახლა უნდა დაიწყოს მუშაობა, ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა

როგორ წარმოგიდგენიათ, ინკლუზიურობა, როდესაც, ერთის მხრივ, მზა კანონპროექტების მიღებას გვთავაზობთ, მათ შორის, რომლებიც ეწინააღმდეგება 12 პუნქტს, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ნაცვლად იმისა, რომ იყოთ მონაწილენი იმ ინკლუზიური პროცესისა, რომელიც პარლამენტმა დაიწყო უკვე და მიმდინარეობს, როგორც კომიტეტების მუშაობის ფორმატში, ისე სამუშაო ჯგუფებში“,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს.

ბიუროს სხდომაზე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის მიმართ ოპოზიციის წარმომადგენელთა მიმართვის და მიმართვაში შემოთავაზებული რიგგარეშე სესიის დღის წესრიგის შესახებ ისაუბრა.

რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, ეს საერთოდ არ შედის 12 პუნქტის საკითხებში, ანუ, საერთოდ არ ეხება ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი საკითხს.

მეორე საკითხი, რომელიც შეეხება საერთო სასამართლოებს, ეწინააღმდეგება 12 პუნქტს, ვინაიდან, ის გულისხმობს, მაგალითად, იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევის გადავადებას, არადა, პირიქით, 12 პუნქტიან რეკომენდაციებში ევროკომისია გვთხოვს, რომ ავირჩიოთ არა მოსამართლე წევრები. ანუ, ეწინააღმდეგება იმ 12 პუნქტს.

მესამე საკითხი საერთო სასამართლოების – ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ვინაიდან ითვალისწინებს უვადოდ დანიშნული მოსამართლეების გათავისუფლების მექანიზმის შემოღებას, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას.

და მეოთხე საკითხი, რომელიც შეეხება ანტიკორუფციულ საკითხებს. ეს პაკეტია დიდი, ეს იმდენად მოცულობითი საკითხია, მათ შორის, ჯერ კომიტეტშიც კი არ არის განხილული და ამაზე, კიდევ ერთხელ, ეს არის, მართალია, საკითხი 12 პუნქტის ნაწილისა, მაგრამ სწორედ ეს არის საკითხი, სადაც საჭიროა თანამშრომლობა და საერთო ჯამში, ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება მთავარ რამეს ამ 12 რეკომენდაციისა, რომ პროცესი იყოს ინკლუზიური და მიმართული თანხმობაზე.

როგორ წარმოგიდგენიათ, ინკლუზიურობა, როდესაც, ერთის მხრივ, მზა კანონპროექტების მიღებას გვთავაზობთ, მათ შორის, რომლებიც ეწინააღმდეგება 12 პუნქტს, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ნაცვლად იმისა, რომ იყოთ მონაწილენი იმ ინკლუზიური პროცესისა, რომელიც პარლამენტმა დაიწყო უკვე და მიმდინარეობს, როგორც კომიტეტების მუშაობის ფორმატში, ისე სამუშაო ჯგუფებში. შეგახსენებთ, ყველაფერი ეს არის საპარლამენტო საქმიანობა და საპარლამენტო მუშაობა.

ამიტომ, ისეთი სურათის წარმოჩენა, თითქოს პარლამენტი არ მუშაობს და ახლა უნდა დაიწყოს მუშაობა, რბილად რომ ვთქვათ, ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერ კოლეგებს საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

თუ არის სურვილი, რომ ვიყოთ მონაწილე საქართველოს ევროპული მომავლისა, ეს სურვილი გამოიხატება საპარლამენტო სამუშაოში და გთხოვთ, რომ ამ საპარლამენტო საქმიანობაში მიიღოთ მონაწილეობა“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ IX ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ...

“🇬🇪🇺🇸 გიორგობის დღესასწაულისთვის ამერიკის კონგრესმა დიდი საჩუქარი გაუკეთა ქართველ ხალხს” – მიხეილ სააკაშვილი

აშშ-ს კონგრესში "მეგობარი აქტის" მიღებას ემოციური შეფასებებით ეხმიანება საქართველოს...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

კახა კალაძე: მუქარებისა და სანქციების მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს არ დავთმობთ

„ბევრი სცენარი ვნახეთ, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მომხდარიყო და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...