შაბათი, მაისი 10, 2025
28.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიეს არის თავიდან ბოლომდე "ქართული ოცნების" ლუსტრაცია, ამაზე...

ეს არის თავიდან ბოლომდე “ქართული ოცნების” ლუსტრაცია, ამაზე ისინი მიიღებენ პასუხს! – გიორგი ვაშაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე მწვავე შეფასებას აკეთებს მმართველი გუნდის მიმართ. ოპოზიციონერი ლიდერის განცხადებით, ,,ქართული ოცნების“ მხრიდან სასესიო სხდომაზე უარის გამოცხადება ნიშნავს, რომ ხელისუფლება ბოიკოტს უწყობს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს:

,,ჩვენ, ოპოზიციის უპრეცედენტო ერთობით, შევთავაზეთ კონსტიტუციით და კანონით გარანტირებული რიგგარეშე სესიის, კომიტეტის/პლენარული სხდომების ჩატარება ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად.

ისინი კი დესტრუქციას უწყობენ. ბოიკოტი გამოუცხადეს პლენარულ სხდომებს, რიგგარეშე სესიას, იმ კონსტიტუციით და რეგლამენტით გათვალისწინებულ პროცედურებს და რაც ყველაზე მთავარია, სამწუხაროდ, ისინი დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ბოიკოტს უცხადებენ საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს.

ეს ადამიანები, უმრავლესობაში მყოფი ჯერ კიდევ ,,ქართული ოცნება“, ამ პარლამენტში წარმოიდგინეთ რა მძიმე დღეშია, რომ სასესიო სხდომაზე მიდის ოპოზიცია, ამბობს რომ განვიხილოთ ის კანონები, ნებისმიერი საკითხი, რომელიც არის 12 პუნქტით გათვალისწინებული და მიედ-მოედებიან, რაღაცა არგუმენტებს იშველიებენ.

ანუ მათთთვის სამუშაო პროცესი არის ის რაღაცა კვაზი კომისიები, რომელიც რეგლამენტით არ არის გათვალისწნებული თუ სამუშაო ჯგუფებში ბუჩქნიაობა, მაგრამ მათთვის უსაქმურობა არის კონსტიტრუციით და კანონით გათვალისწინებული პლენარული სხდომები, საკომიტეტო მოსმენები.

ეს არის თავიდან ბოლომდე ლუსტრაცია მათი. ჩვენ ოპოზიცია გავაგრძელებთ სწორედ აი ასე ერთიანად მოქმედებას. იმისათვის, რომ ყველა რეკომენდაციაზე მოხდეს მუშაობა სამოქალაქო სექტორთან ერთად – მათ წარმოგვიდგინეს საკუთარი ხედვა. მზად ვართ ჩავერთოთ აქ, საპარლამენტო ოთახებში თუ პარლამენტს გარეთ სამუშაო პროცესში, შევიმუშაოთ არა მხოლოდ 4 საკანონმდებლო პაკეტი, არამედ ყველა ის საკანონმდებლო პაკეტი, რაც სჭირდება საქართველოს ევროპულ მომავალს.

რაც მთავარია ,,ქართული ოცნების“ ლუსტრაცია, რომელიც დღეს მოხდა, როგორც მთელი საქართველოს თვალწინ, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თვალწინ, ამაზე ისინი მიიღებენ პასუხს!“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ამათ მართლაც მონობა თავისუფლება ჰგონიათ, მთავარია წინ სალაფავს ხედავდნენ!” – ბეჟან ჯავახია მმართველ გუნდთან...

ისტორიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს...

“ივანიშვილი თავისი მანერებით და ქმედებებით გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ასლანს” – მიხეილ სააკაშვილი

წლების წინანდელ ფაქტებს იხსენებს და შედარებებს ახდენს საქართველოს მე-3...

“ცოტა ბოდიში მომითხოვია იმათთან, ვინც გუშინ შვებით ამოისუნთქეთ😁” – ნინო ჯანგირაშვილი სანქციებთან დაკავშირებით

"მეგობარი აქტის" კონგრესში მიღების შემდეგ გამოქვეყნდა სანქცირების კანდიდატთა სავარაუდო...

თბილისის მერია ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს ფინანსურად დაეხმარება – კახა კალაძის განმარტებები

თბილისის მერია ამუშავებს დახმარების პაკეტს, რომლითაც სადგურის მოედანთან არსებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...