ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს არის დიდი ტესტი - მართლა აპირებს ამ...

“ეს არის დიდი ტესტი – მართლა აპირებს ამ 12 რეკომენდაციის შესრულებას “ქართული ოცნება” თუ დაადგება იმ ტრიუკების გზას, რაც არაერთხელ გვინახავს” – რომან გოცირიძე

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განკარგულებით საკანონმდებლო ორგანოში ხვალ დეპუტატები უნდა შეიკრიბნონ. რიგგარეშე სესიის ჩატარებისა და რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობაზე კომენტარს აკეთებს საპარლამენტო ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ წევრი რომან გოცირიძე:

,,ეს არის საკონსტიტუციო მოთხოვნები. პარლამენტიდან გამომდინარე პრეზიდენტმა დანიშნა რიგგარეშე სხდომა და არავის აქვს უფლება, რომ სხდომა ჩაშალოს და ფეხქვეშ გათელოს კონსტიტუცია.

მათ აქვთ უფლება მოვიდნენ და ჩააგდონ ყველა საკითხი, რაც უნდათ. კი ბატონო. ეს იქნება სამართლებრივად სწორი, მაგრამ ის, რომ რაღაც ხრიკებით არ მოვიდნენ, ბოქლომი დაადონ შესასვლელ კარებს ან თქვან, რომ ისინი არ ღებულობენ მონაწილეობას ამ განხილვებში და ა.შ. – ეს იქნება აბუჩად აგდება ჩვენი მოქალაქეების და კონსტიტუციის თავზე გადახევა მთელი ქვეყნისათვის.

გამოჩნდება სინამდვილეში, ეს არის დიდი ტესტი. მართლა აპირებს ამ 12 რეკომენდაციის შესრულებას ,,ქართული ოცნება“ თუ დაადგება იმ ტრიუკების გზას, რაც არაერთხელ გვინახავს. გადაიხდის პოლიტიკურ ფასს. იქნება ძალიან სერიოზული ზეწოლა ჩვენს საერთაშორისო მეგობრებისგან, რომელსაც ჰქვია სანქცია“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“აზერბაიჯანსაც ომი უნდა?!” – გია ხუხაშვილი

გია ხუხაშვილის კონკრეტული პარალელი და (არა)რიტორიკული შეკითხვა: "ალიევივით ქვეყნის გამთლიანების...

“უცხოური ფული იხარჯება იმაში, რომ მოხდეს სახელმწიფო გადატრიალება და ხელისუფლების დამხობა” – კახა კალაძე:

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გუშინდელ საპროტესტო აქციაზე ისმოდა...

“ბიზნესი, რომელიც რეკლამას ანთავსებს მხოლოდ სახელისუფლებო მედიასაშუალებებში, ემსახურება რუსულ რეჟიმს” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“ეს ობერ-ქოც-ხროვა არ იყო რომ გაჰკიოდა, სანქციები ჩვენი ჯილდოაო?🧐” – დავით ქაცარავა

სანქციებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის დამოკიდებულებას ირონიანარევი პოზიცია-მინიშნებებით აფასებს “ანტისაოკუპაციო...