სამშაბათი, მაისი 13, 2025
11.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგართობა და დასვენებაფესტივალი „Art-გენი 2022“ იწყება

ფესტივალი „Art-გენი 2022“ იწყება

დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, 15-22 ივლისს, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ფესტივალი „Art-გენი 2022“ გაიმართება, რომელიც დღეს ნაციონალური ბალეტის – „სუხიშვილების“ კონცერტით გაიხსნება.

ფესტივალი თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმის ძველ სცენაზე, ამფითეატრში, 15, 16, 17, 22, 23 და 24 ივლისს, პარასკევი-შაბათი-კვირის დღეებში გაიმართება.

16 ივლისს დასკვნით კონცერტს GAGA FRANI, 17 ივლისს კი ჯგუფი REGGAEON გამართავს. 22 ივლისს, მაყურებლის წინაშე ნინო ქათამაძე & INSIGHT წარსდგება. 23 ივლისს „Art-გენი“ პირველად, სანდრო ნიკოლაძის საავტორო მუსიკის კონცერტს უმასპინძლებს. 24 ივლისს ფესტივალის თბილისის ტურს „33ა“-ს დასკვნითი კონცერტი დახურავს.

დასკვნით კონცერტებამდე დღის განმავლობაში, ქართული რეწვის გამოფენები, სხვადასხვა რეგიონის ფოლკლორული კონცერტები, ქართული სამზარეულოს კუთხეები მოეწყობა. ფოლკლორის ნაწილში სცენა ქართული ბრძოლის ამბავს, „ჰოროლს“, ანსამბლ „გორდელას“, სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლს „აფხაზეთს“, ლელა თათარაიძეს და ტრიო „კესანეს“ დაეთმობა.

მაყურებლის წინაშე ასევე, წარსდგებიან: ანსაბლი „მესხეთი“, „ადილეი“ , „ქალილო“, „ძირიანი“. „არტ-გენი 2022“-ის რეგიონული ტურნე 9 ივლისს რუსთავში გაიხსნება და 30 ივლისს დმანისში, პანტიანის ტბაზე დაიხურება.

ფესტივალის მთავარი სპონსორია „ავერსი“, გენერალური სპონსორი – „ნიკორა“. ფესტივალის მხარდამჭერია კულტურის სამინისტრო და თბილისის მერია. მხარდამჭერები: „პირველი არხი“, „თიბისი“, ლუდი „ნატახტარი“, „ნაბეღლავი“, „მილდიანი“.

ფესტივალი „Art-გენი“ 2004 წელს დაფუძნდა. წლების განმავლობაში, „Art-გენმა“ მთელი საქართველოს მასშტაბით, უნიკალური ეთნოგრაფიული მასალები მოიკვლია და დააარქივა. მათ შორის, დაკარგვის პირას მყოფი ბევრი უნიკალური მასალა.

ფოლკლორის და თანამედროვე მუსიკის ერთ სივრცეში წარმოდგენით და სხვადასხვა ტიპის აქტივობით, „არტ-გენს“ ასევე, მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ახალგაზრდებში ფოლკლორის პოპულარიზაციის ხელშეწყობასა და რეგიონებში ფოლკლორული ანსამბლების განვითარების საქმეში. „Art-გენმა“ ბევრი ახალი ანსამბლის, ჯგუფის და მუსიკოსის ჩამოყალიბებას და განვითარებას შეუწყო ხელი. ცოცხალი და საავტორო მუსიკის პოპულარიზაციის ფარგლებში, მისი დამსახურებით, არაერთი ნიჭიერი მუსიკოსი და ბენდი გაიცნო ფართო აუდიტორიამ.

ფოლკლორის, ქართული რეწვის და თანამედროვე, საავტორო ცოცხალი მუსიკის პოპულარიზაციის გარდა, ფესტივალი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონულ განვითარებასა და ქვეყნისთვის ისტორიულ-კულტურული თუ ტურისტული თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ადგილების პოპულარიზაციას. რეგიონული ტურნეს დაგეგმვისას, „Art-გენი“ ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღებით არჩევს ფესტივალის ლოკაციის ადგილებს.

ფესტივალის პროგრამა:

თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმში

18:00 საათიდან რეწვის გამოფენები და ქართული სამზარეულოს კუთხეები

15 ივლისი

19:00-21:00 საათი – ფოლკლორი, სტუმრები სამცხე-ჯავახეთის და იმერეთის რეგიონებიდან
21:00-22:00 საათი – ფოლკლორის დასკვნითი ნაწილი ანსაბლი „მესხეთი“ (ახალციხე)
22:30 საათი – „სუხიშვილები“

16 ივლისი

19:00-21:00 საათი – ფოლკლორი, სტუმრები სვანეთის და სამეგრელოს რეგიონებიდან
21:00-22:00 საათი – ფოლკლორის დასკვნითი ნაწილი ანსაბლი „გორდელა“
22:30 საათი – GAGA FRANI

17 ივლისი

19:00-21:00 საათი – ფოლკლორი, სტუმრები გურიის და ქვემო ქართლის რეგიონებიდან
21:00-22:00 საათი – ფოლკლორის დასკვნითი ნაწილი ანსაბლი „ადილეი“ , “ჰოროლი”
22:30 საათი – REGGAEON

22 ივლისი

19:00-21:00 საათი – ფოლკლორი, სტუმრები მცხეთა-მთიანეთის და შიდა ქართლის რეგიონებიდან
21:00-22:00 საათი – ფოლკლორის დასკვნითი ნაწილი ანსაბლი „ქალილო“ (დუშეთი)
სახელმწიფო აკადემიური ანსაბლი „აფხაზეთი“
22:30 საათი – ნინო ქათამაძე & „ინსაითი“

23 ივლისი

19:00-21:00 საათი – ფოლკლორი, სტუმრები რაჭის და აჭარის რეგიონებიდან
21:00-22:00 საათი – ფოლკლორის დასკვნითი ნაწილი ანსაბლი „ძირიანი“
22:30 საათი – სანდრო ნიკოლაძე & ბენდი

24 ივლისი

19:00-21:00 საათი – ფოლკლორი, სტუმრები თუშეთის და კახეთის რეგიონებიდან
21:00-22:00 საათი – ფოლკლორის დასკვნითი ნაწილი
„ბერიკაცები“ (საგარეჯო) • ლელა თათარაიძე და ტრიო „კესანე“
22:30 საათი – „33ა“

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ნუთუ დიფ სტეიტმა მოულოდნელი ფლანგიდან დაგვარტყა?!” – ზაზა ბიბილაშვილი

,,ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“ამორალური შემოქმედებაში მხოლოდ ცენზურის არსებობა და ჩარჩოები შეიძლება იყოსყოჩაღ იმ მწერალს, იმ პოეტს, იმ...

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია ლიტერატურის, შემოქმედების, ხელოვნების თავისუფლების მნიშვნელობაზე...

თბილისის მერია ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს ფინანსურად დაეხმარება – კახა კალაძის განმარტებები

თბილისის მერია ამუშავებს დახმარების პაკეტს, რომლითაც სადგურის მოედანთან არსებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

“‼️‼️‼️ იმედი მაქვს ვიღაცას მაინც ექნება ადეკვატური რეაქცია ამ აღვირახსნილებაზე!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...