პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი კომენტარს აკეთებს საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან რიგგარეშე სესიის ჩანიშვნის მოთხოვნასთან დაკავშირებით:
,,ოპოზიცია თუ ეძებს პარლამენტში მოსვლის მიზეზებს, ამისთვის საჭრო ნამდვილად არ არის რიგგარეშე სესიის მოწვევა იმიტომ, რომ ჩვენ დავდივართ პარლამენტში, ვმუშაობთ სხვადასხვა ჯგუფებში.
იქ საკითხი ამ ეტაპზე არ არის ისეთი, რომელიც საჭიროებდეს რიგგარეშე სესიის მოწვევას.
ტრაგიკომედია არის იმაში სწორედ, რომ ვინც არ დადის ოპოზიციიდან, ბოიკოტს და საბოტაჟს უცხადებს ამ ევროინტეგრაციის პროცესს, მათ შორის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებას – ის ითხოვს რიგგარეშე სესიის მოწვევას“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე