ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიისტორიული ფაქტები"შეცდომის დაშვების უფლება აღარავის აქვს - ძალიან ცოტა...

“შეცდომის დაშვების უფლება აღარავის აქვს – ძალიან ცოტა დრო და ძალიან ბევრი რამე დევს სასწორზე” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში 20 წლის წინანდელი საპროტესტო აქციის ფოტოს აქვეყნებს, ამასთან ერთად ქვეყანაში შექმნილ მაშინდელ პოლიტიკური სიტუაციას იხსენებს და დღევამდელ რეალობასთან მიმართებაში შედარება/შეფასებას ახდენს:

2002 წელია, 7 თუ 8 ივლისი. მოკლედ, 20 წლის წინ. ამ სურათის უკან დიდი შრომა იმალება. პირველ რიგში არასამთავრობოების, სამოქალაქო საზოგადოების. ეს აქცია რომ შემდგარიყო მაშინდელი ნჯო-ები, რუსთავი2-ის დირექტორი ეროსი კიწმარიშვილი და ზოგადად ყველა ჩვენთაგანი, დავდიოდით ოფისიდან ოფისში – ზურაბ ჟვანისთან ვაშლიჯვარში, მიშასთან – საკრებულოში, სახლში, ოფისში, ახლებთან – ორთაჭალაში – ვთხოვდით, ვითხოვდით, ვაშანტაჟებდით, რომ ერთად ყოფილიყვნენ. რთული იყო. აბა ეგოები მაშინ გენახათ გინდათ პოლიტიკურ ლიდერებს და გნებავთ ენჯ-ლიდერებს შორის. დღევანდელი ახლოსაც ვერ მივა. რთული იყო ამ დღის ორგანიზება. მერე ბევრჯერ დაიშალენ. 2003-ში ზურა და მიშა ხალხთან ერთად გარეთ აღმოჩნდა, ახლები – შევარდნაძესთან ერთად პარლამენტში. მაგრამ ეს ისტორიაა და ყველას თავის გზა აქვს. ეს პოსტი სხვა რამეზეა.

მაშინ სამოქალაქო საზოგადოება თავის მისიად იმედისმომცემი პარტიების და ლიდერების კოორდინაციას ვთვლიდით, მუდმივად ინტერაქციაში ვიყავით, ვეხმარებოდით. არავის თავში აზრად არ მოუვიდოდა – პოლიტიკოსები არ გვინდა! პირიქით, პოლიტიკოსების იძულებით ვიყავით დაკავებული რომ ერთად ემოქმედათ. აეღოთ პასუხისმგებლობა პროცესებზე. აბა მაშინ იყო თუ იყო პოლიტიკოსებზე დაკომპლექსების კამპანია, მაგრამ ყველას გვესმოდა, რომ პოლიტიკურ პროცესს არა ჩაკეტვა, არამედ მეტი ჩართულობა სჭირდებოდა. ასე გაგრძელდა 2003-შიც ვარდების რევოლუციის დროსაც.

დღეს პირიქით სურათს ვხედავთ, რაც ფუნდამენტურად მცდარად მეჩვენება. ჩემი აზრით 20, 24 ივნისის და 3 ივლისის აქციების სწორი ანალიზია საჭირო, რომ შემოდგომაზე იგივე შეცდომები არ განმეორდეს. ყველას გვესმის, რომ შეცდომის დაშვების უფლება აღარავის აქვს – ძალიან ცოტა დრო და ძალიან ბევრი რამე დევს სასწორზე.

ჭეშმარიტების მომენტი დგება და ჩვენც მზად უნდა დავხვდეთ“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გიგი უგულავა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“აზერბაიჯანსაც ომი უნდა?!” – გია ხუხაშვილი

გია ხუხაშვილის კონკრეტული პარალელი და (არა)რიტორიკული შეკითხვა: "ალიევივით ქვეყნის გამთლიანების...

ლევან ხაბეიშვილი: დიდი წმენდაა დაწყებული “ოცნებაში”

„დიდი წმენდაა დაწყებული „ოცნებაში“, ლილუაშვილს ქვეყნიდან გასვლა აქვს აკრძალული,...

“ასე როგორ დაბეჩავდით, ვანო ნადირაძეს საპატიო ყარაული რომ არ დაახვედრეთ?!” – ელისო კილაძე

უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომრისთვის საპატიო ყარაულის დახვედრაზე უარის გამო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...