ხუთშაბათი, ივლისი 10, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიკახა კალაძე: "მიუხედავად სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებებისა, მე ყველას...

კახა კალაძე: “მიუხედავად სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებებისა, მე ყველას მერი ვარ”

ჩვენ ღირსეულად უნდა ვემსახუროთ ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს მიუხედავად სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებებისა“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამგეობების ექვსთვიანი მუშაობა შეაჯამა.

მისი თქმით, დედაქალაქის გამგეობები გზებისა და კეთილმოწყობის მიმართულებით, 99-100%-ით ასრულებენ სამუშაოებს.

მინდა, ანგარიში ჩავაბარო საზოგადოებას გამგეობების მუშაობის თვალსაზრისით. გზებისა და კეთილმოწყობის მიმართულებით, სამუშაოები 99-100 პროცენტით სრულდება, რაც ძალიან კარგია. რამდენიმე გამგეობას უფრო მეტის გაკეთება სჭირდება, გზების ნაწილში აქვს ჩამორჩენა, თუმცა, ეს პრობლემას არ წარმოადგენს.

თბილისელების წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობა ავიღეთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ღირსეულად, მაღალი კვალიფიკაციით. ეს ყველაფერი გამგეობების თითოეულ თანამშრომელზეც არის დამოკიდებული. ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ რამე არ გამოგვრჩეს. თუ რაიმე პრობლემა აქვს გამგეობას, არსებობს მუნიციპალური საქალაქო სამსახურები, დაგეხმარებით პრობლემის აღმოფხვრაში.

ჩვენ ღირსეულად უნდა ვემსახუროთ ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს. მიუხედავად სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებებისა, მე ვარ ყველას მერი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სხვისი შვილების უსამართლო პატიმრობით, განაჩენი საკუთარი შვილებისთვის გამოაქვს…” – გია ხუხაშვილი

საპროტესტო აქციებზე დაკავებული ახალგაზრდებისთვის განაჩენის გამოტანას ეხმაურება ანალიტიკოსი გია...

“დაველოდოსთ, როგორც ის ბრძენი კაცი იტყოდა😎🤓🤓🤓” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე სკანდალურ მინიშნებებს აკეთებს: "ბოლო...

“კარგი იქნება, თუ ბოიკოტის მომხრეები თავს დაანებებენ განსხვავებული აზრისთვის მათივე თანამებრძოლების ლანძღვას” – გია...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ბოიკოტის მომხრეებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს: "კარგი იქნება,...

“გაფუჭებულმა-გახრწნილმა “პოლიტპროდუქტმა” აგვიყროლა ჩვენი ლამაზი ქვეყანა!” – თაკო ჩარკვიანი

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარის, თაკო ჩარკვიანის არაპირდაპირი მინიშნებები: "რომ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...