ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგივი მიქანაძე: "მიმდინარე კვირიდან, 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად, პარლამენტში...

გივი მიქანაძე: “მიმდინარე კვირიდან, 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად, პარლამენტში უკვე ვიწყებთ კონკრეტულ აქტივობებს”

“მიმდინარე კვირიდან, 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად, პარლამენტში უკვე ვიწყებთ კონკრეტულ აქტივობებს. 7 ივლისს დაგეგმილია საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა, რომელზეც მოწვეულნი არიან ყველა ოპოზიციური პარტიისა და პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები. შედგება პირველადი განხილვა იმ მექანიზმების თაობაზე, რომელიც საპარლამენტო კონტროლის განხორციელებასთან არის დაკავშირებული და რეგლამენტში შესაძლო ცვლილებების შეტანასთან მიმართებაში მოხდება პირველი პოზიციების განხილვა“ – ამის შესახება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარესთან მმართველი გუნდისა და ოპოზიციის პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლების შეხვედრა შედგება, რათა დეპოლარიზაციის საკითხთან მიმართებაში, მონიტორინგის ჯგუფის ფორმირების კუთხით პირველი კონსულტაციები გაიმართოს:

ჩვენ რამდენიმე დღის წინ, საზოგადოებას ძალიან ცხადი და კონკრეტული გეგმა წარვუდგინეთ, სადაც თითოეული პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით გაწერილია როგორც ვადები, ასევე პასუხისმგებელი კომიტეტები. ამ გეგმაში მოცემულია თუ როდის უნდა დაინიცირდეს თითოეული მიმართულებით საკანონმდებლო ინიციატივები და მაქსიმუმ რა ვადაში უნდა იყოს მიღებული. რეალურად, საშემოდგომო სესია სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ 12-ვე პუნქტთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხები პარლამენტმა განახორციელოს და შეასრულოს.

აქედან გამომდინარე, იმისთვის რომ ჩვენ საშემოდგომო სესიისთვის მაქსიმალურად მომზადებული ვიყოთ და პოზიციები იყოს შეჯერებული, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, ივლისი და აგვისტო სამუშაო ჯგუფების ფორმატში, გამოყენებული იყოს ოპოზიციის წარმომადგენლების, სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო პარტნიორების პროცესებში მაქსიმალურად ჩართვისთვის.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პოზიციები შევაჯეროთ და უკვე საშემოდგომო სესიაზე, კონკრეტული ვადების გათვალისწინებით, ყველაფერი განვახორციელოთ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მმართველ გუნდში ამ საკითხების მიმართ მუშაობა ყოველდღიურად მიმდინარეობს.

მიმდინარე კვირიდან, 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად, პარლამენტში უკვე ვიწყებთ კონკრეტულ აქტივობებს. 7 ივლისს დაგეგმილია საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა, რომელზეც მოწვეულნი არიან ყველა ოპოზიციური პარტიისა და პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები. შედგება პირველადი განხილვა იმ მექანიზმების თაობაზე, რომელიც საპარლამენტო კონტროლის განხორციელებასთან არის დაკავშირებული და რეგლამენტში შესაძლო ცვლილებების შეტანასთან მიმართებაში მოხდება პირველი პოზიციების განხილვა.

ამავე დღეს, პარლამენტის თავმჯდომარესთან მმართველი გუნდისა და ოპოზიციის პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლების შეხვედრა შედგება, რათა სწორედ დეპოლარიზაციის საკითხთან მიმართებაში, მონიტორინგის ჯგუფის ფორმირების კუთხით პირველი კონსულტაციები გაიმართოს, ხოლო 11 ივლისს დაგეგმილია სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა, რომელმაც განხორციელებული რეფორმები უნდა შეაფასოს და შემდგომ საქმიანობაზე პოზიციები შეაჯეროს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

გიორგი ვაშაძე: “მხოლოდ ერთიანობით შევძლებთ გამარჯვებას!”

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში დიდ...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“როგორ დაამდაბლეს პოლიტიკური აქტი “შიმშილობა”! – ლალი მოროშკინა

პარლამენტის წინ დაწყებულ შიმშილობის აქტს მწვავე სეფასებებით ეხმაურება ლიდერ...

“ჩვენ შევუკვეთეთ ევროპული ღირებულებები და ჩამოგვივიდა ევროპული ექსტრემიზმი” – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს ევროკავშირთან მიმართებაში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“ეს ობერ-ქოც-ხროვა არ იყო რომ გაჰკიოდა, სანქციები ჩვენი ჯილდოაო?🧐” – დავით ქაცარავა

სანქციებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის დამოკიდებულებას ირონიანარევი პოზიცია-მინიშნებებით აფასებს “ანტისაოკუპაციო...