ხუთშაბათი, ივნისი 19, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მზად ვარ ნებისმიერ ფორმატში დავჯდე "სირცხვილიას" წარმომადგენელთან კონსტრუქციულ...

“მზად ვარ ნებისმიერ ფორმატში დავჯდე “სირცხვილიას” წარმომადგენელთან კონსტრუქციულ ევროპული სტანდარტის დებატებში!” – სერგი გიგანი

ახალგაზრდული ორგანიზაცია “სტუდენტები ევროპული მომავლისთვის” საქართველოში, კერძოდ, პარლამენტის წინ ბოლო დღეებში გამართულ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

სისტემური ცვლილება პირველ რიგში საორგანიზაციო ამოცანაა და საჭიროებს მეტი ადამიანის ჩართულობას.

20 ივნისის პროტესტზე “სირცხვილიამ” კი არ გამოიყვანა ხალხი, ხალხი თვითონ გამოვიდა. საჭიროა, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ამ ადამიანების ჩართვა!

სტუდენტები ევროპული მომავლისათვის”, რომელიც აერთიანებს საქართველოს უნივერსიტეტების სტუდენტებს, მიგვაჩნია, რომ ამა წლის 3 ივლისის აქციის ორგანიზატორი, სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიას” ლიდერები, ისევე როგორც ბოლო 3 წლის მანძილზე გამართული რამდენიმე ხალხმრავალი დემონსტრაციისას, ნებსით თუ უნებლიედ, ახერხებს საპროტესტო დემონსტრაციების მასშტაბის, მუხტისა და სულისკვეთების გახლეჩასა და შესუსტებას.

ლეგიტიმურია ყველა ის კითხვა თუ პრეტენზია, რომელიც საზოგადოებას და განსაკუთრებით, სტუდენტებს აქვთ აღნიშნული ქმედებების მავნებლურ შედეგებზე, რაზეც სამწუხაროდ მორიგ ჯერზე პასუხისმგებლობას გაურბის “სირცხვილია”.

ქართული საზოგადოება იმსახურებს იცოდეს პროცესის გეგმა და სტრატეგია. “სირცხვილიას” ლიდერების მიერ წარმოებული საპროტესტო აქცია წყალს ასხამს “ქართული ოცნების” წისქვილზე. სწორედ “სირცხვილიას” ლიდერების ძალისხმევით, 150 000 კაციანი პროტესტი ორ კვირაში, 50 ადამიანამდე დაიყვანეს.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ მოძრაობა “სირცხვილია” აერთიანებს მრავალ ღირსეულ და ქვეყნისთვის თავდადებულ ადამიანს, რომლებიც ჩვენსავით მოტყუებულები აღმოჩნდნენ.

ჩვენი პრეტენზიები მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ გადაწყვეტილებების მიმღებ პირებზე, მათზე, ვინც ამ რეალობაში ჩაგვაყენა და ეს არ ხდება პირველად.

ამჯერად, გამომდინარე საერთო სახალხო პროტესტის არნახული სულისკვეთებისა და ჩვენი ქვეყნის ისტორიული შესაძლებლობის სწორად გააზრებისა, ქართული საზოგადოება და მისი ახალგაზრდობა არ დაუშვებს საპროტესტო ტალღის შესუსტებას და ოლიგარქისთვის სასათბურე პირობების შექმნას, რათა მან საბოლოოდ გადაჩეხოს ჩვენი სახელმწიფო რუსულ პერიფერიულ უფსკრულში!

ჩვენ, სტუდენტები, ბოლო დღეების განმავლობაში, აქტიურად ვმართავდით შეხვედრებს საქართველოს მოსახლეობასთან როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში, ვიცით ხალხის განწყობა და სურვილი და სწორედ ამიტომ, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი ევროპული მომავლისთვის.
ჩვენი მოძრაობა ხსნის პროცესს, რათა საპროტესტო ტალღამ მიიღოს ნამდვილად საერთო სახალხო ხასიათი.

სწორედ ამიტომ, ჩვენი კარი ღიაა არა მარტო სტუდენტებისთვის, არამედ საზოგადოების ყველა ფენისა და თაობის წარმომადგენლებისთვის.

სტუდენტები დარჩებიან ამ მოძრაობის ფლაგმანად და ლოკომოტივად, თუმცა, ჩვენ შემოგვიერთდებიან ლექტორები, მასწავლებლები და უფროსი ასაკის სხვა ადამიანები.

რადგან კიდევ ერთხელ აღმოვჩნდით მოტყუებულები, ჩვენ ავიღებთ პროცესების მართვას ჩვენს თავზე და გავაგრძელებთ ჩვენი გეგმით სვლას.

შემოგვიერთდით ევროპული მომავლისთვის!” – ნათქვამია განცხადებაში.

 

ამასთან, ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, სერგი გიგანი, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის მეშვეობით ორგანიზაცია “სირცხვილიას” ლიდერებს დებატებში იწვევს:

ბევრი განსხვავებული იდეა გაჩნდა ჩვენს პოზიციასთან დაკავშირებით! ძირითადად პოზიტიური თუმცა ასევე ცილისმწამებლური!

მზად ვარ ნებისმიერ ფორმატში დავჯდე “სირცხვილიას” წარმომადგენელთან კონსტრუქციულ ევროპული სტანდარტის დებატებში! სადაც ვისაუბრებთ ფაქტებით და არა ცილისწამებით!” -წერს ფეისბუქის პირად გვერდზე სერგი გიგანი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“პოლიტიკურ სარკეში კარგად ჩახედვა ბევრს მათდა სამწუხაროდ დისკომფორტს უქმნის” – ზაალ ანჯაფარიძე

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე პოლიტიკური ლიდერების გავლენაზე  საუბრობს და კონკრეტული...

“რაც მალე გავაცნობიერებთ ახალ რეალობას, მით ეფექტურად შევძლებთ რეალური ბრძოლის გამართვას რეჟიმთან” – გიგი...

ქვეყანაში შექმნილ რეალობასთან და ბიძინა ივანიშვილის კონკრეტულ გეგმებთან დაკავშირებით...

“მხოლოდ ორგანიზებული ფართო სამოქალაქო ფრონტი ჩამოშლის ამ სისტემას” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს ქვეყანაში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ქოცებო, რუსები რომ ვერ “დალაგდნენ” ტრამპის ადმინისტრაციასთან და თქვენ როგორ “დაგილაგებენ”?!” – ზურაბ ბატიაშვილი

უკრაინელების მიერ ქერჩის ხიდზე მიტანილ შეტევასთან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებს...

ლაშა ბაქრაძე: “იქნებ ჩვენი ბლეიზი არჩილის შვილიშვილია?”

ბლეიზ მეტრეველის დანიშვნას დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის, MI6-ის ხელმძღვანელად,...

“განსაკუთრებით ვამაყობ ჩემი ნიკუშათი, გარდა იმისა, რომ ბევრ რამეში გაჭრილი ვაშლივით მგავს, კიდევ უფრო...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თინა ბოკუჩავას, პეტრე ცისკარიშვილის...