პარასკევი, ივლისი 4, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერება"ტაში, ამხანაგებო, თქვენ შეძელით ცრუ დილემები "შეუგოროთ" დამოუკიდებელ...

“ტაში, ამხანაგებო, თქვენ შეძელით ცრუ დილემები “შეუგოროთ” დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებულ თაობას და მიიღებთ შესაბამის პასუხს…” – ნანა ტოხვაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი და განათლების მიმართულების ხელმძღვანელი ნანა ტოხვაძე ეროვნული გამოცდების დაწყებას ეხმიანება. როგორც ტოხვაძე აცხადებს წლევანდელი გამოცდა “კომპარტიასთან” შეთანხმებული თეზისებით ტარდება. მისი თქმით სტუდენტებს თემებში ხვდებათ ისეთი საკითხები, რომლებიც მმართველი პარტიის პოლიტიკურ მესიჯბოქსზეა აწყობილი:

განათლების პოლიტიზება და პარტიული ძალაუფლების შესანარჩუნებელ ინსტრუმენტად გამოყენება არახალია. აქამდე ფორმალურად მაინც ცდილობდა მოქმედი ხელისუფლება არ გადაეკვეთა წითელი ხაზები. თუმცა დღეს პოლიტიკურ ხაფანში მოქცეულებს „დასაკარგი“ აღარაფერი დარჩათ.

დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო და აი, ვიხილეთ „კომპარტიასთან“ შეთანხმებული თეზისები I და II სესიაზე, სადაც პოლიტიკურმა მესიჯბოქსმა ფრთები შეისხა. ტაში, ამხანაგებო, თქვენ შეძელით ცრუ დილემები „შეუგოროთ“ დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებულ თაობას და მიიღებთ შესაბამის პასუხს…

იხილეთ I და II სესიის თეზისები, სადაც „უმაღლესი“ შეფასების მიღებას თავისი ფასი აქვს?!

1. ,,კარგი საქმე უნდა დაფასდეს,რომ უზნეობამ არ იბატონოს” – ანუ მაღალქულიანი პასუხი მადლობა ოლიგარს თუ პრემიერს?

2. ,,აქვს თუ არა აზრი ბრძოლას, თუ დამარცხებისთვის ხარ განწირული” – პატარა ქვეყანა ვართ, დიდი ამბიციები არ უნდა გვქონდეს „აბა,ომი გინდათ?! ნუ გავაღიზიანებთ, რუსეთი დიდია და ჩაგვყლაპავს?” – აცხადებს ნანა ტოხვაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“საკუთარ თავთან ბრძოლაში ნუ ჩაიჯ*ამთ” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მორიგი წერილი საპატიმროდან,...

“არ არსებობს იმაზე ტრაგიკული ადამიანი, ვინც ხელებით, ფეხებით, კბილებით ეჭიდება ძალაუფლებას” – პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს...

“დიქტატურებში, სადაც მოსამართლეებს დიქტატორი ავალებს და კანონის უზენაესობა არ არსებობს, ადამიანებს არ აპატიმრებენ, მათ...

დიქტატურებში არსებულ რეალობაზე საუბრობს საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, ბიზნესმენი...

“ქოცნახირი ისევ ჩუმად იქნება” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა მწვავე შეფასებებით, კონკრეტულ განმარტება-მინიშნებებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ქოცებო, რუსები რომ ვერ “დალაგდნენ” ტრამპის ადმინისტრაციასთან და თქვენ როგორ “დაგილაგებენ”?!” – ზურაბ ბატიაშვილი

უკრაინელების მიერ ქერჩის ხიდზე მიტანილ შეტევასთან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებს...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“გიორგი არა მხოლოდ იუსტიციის სახლებს ქმნიდა ჩვენთან ერთად საქართველოსვე, არამედ უკრაინაში ჩემს თვალწინ დაინერგა...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი...

“ვიღაცამ საჯაროდ დამაჯერებლად უნდა ახსნას, თუ როგორ და რა რესურსებით აპირებს ასეთ მოცემულობაში ხელისუფლების...

თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით თავის მოსაზრებებს აფიქსირებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი: "არჩევნების...