ორშაბათი, აპრილი 21, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მყარად იყავით, თქვენი რწმენა ვერ უნდა გატეხოს ვერცერთ...

“მყარად იყავით, თქვენი რწმენა ვერ უნდა გატეხოს ვერცერთ შემთხვევაში ოლიგარქიულმა რეჟიმმა” – გიორგი ვაშაძე საჯარო მოხელეებს

,,სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე მიმართავს საჯარო მოხელეებს და მოუწოდებს, რომ მივიდნენ აქციაზე, რადგან ისინი მნიშველოვან ძალას წარმოადგენენ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში:

,,დღეს 3 ივლისია – ძალიან მნიშნელოვანი დღე და ყველანი უნდა შევიკრიბოთ, რა თქმა უნდა, რუსთაველზე.

დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს ტოტალური თავდასხმა და შეტევა საჯარო მოხელეებზე. მათი დაშინება, ასე ვთქვათ – ტვინებზე ძალადობა.

მეგობრებო, მივმართავ საჯარო მოხელეებს – თქვენ ხართ ის ადამიანები, ვისი ძალისაც ყველაზე მეტად ეშინია ,,ქართულ ოცნებას“ და უნდათ, რომ თქვენ გაგტეხონ, მაგრამ მე გაძლევთ ერთ პირდაპირ გარანტიას. გარანტიას იმის, რომ ჩვენ თქვენს გვერდით დავდგებით.

თქვენი რწმენის გატეხვა უნდათ და არცერთ შემთხვევაში არ დაემორჩილოთ მათ. მოდით აქციაზე, ღირსეულად ისე, როგორც თქვენს პატრიოტულ სულს შეეფერება და იცოდეთ – ევროპისკენ სვლა ნიშნავს სწორედ თქვენთან ერთად უზარმაზარი, ფართომასშტაბიანი რეფორმების განხორციელებას, რომელიც სიკეთეს მოუტანს ამ ქვეყანას, რომლის თანამონაწილე იქნებით თქვენ.

მე ძალიან კარგად ვიცი თქვენ რა შეგიძლიათ და რამხელა საქმის კეთება შეგიძლიათ ქვეყანაში.

და ბოლოს, ყველას, ვისაც რაიმე ტიპის შეზღუდვა ან შევიწროება გექნებათ, დამიკავშირდით პირადად მე. ჩემი ტელეფონი ბევრს გაქვთ, Facebook-ზე მომწერეთ – თქვენს გვერდით დავდგები, სადაც არ უნდა იყოს, საქართველოს რომელ წერტილშიც არ უნდა იყოს მყისიერად გავჩნდებით იქ.

ვერავინ ვერასდროს თქვენ უფლებებს ვერ შებღალავს. ასე, რომ მაგრად, მყარად იყავით. თქვენ ყველაზე მეტად გვეიმედებით. თქვენ ხართ ის ქვაკუთხედი, ევროკავშირში როცა ვიყავი, ევროპელებმა მითხრეს – რა ექსპერტი უნდა გამოგიგზავნოთ, ადამიანური რესურსების პოტენციალი, რომელიც საქართველოში არის მსგავსი არ არის ევროპის ქვეყნებშიც კი. აი, თქვენზე იყო სწორედ საუბარი.

მყარად იყავით, თქვენი რწმენა ვერ უნდა გატეხოს ვერც ერთ შემთხვევაში ოლიგარქიულმა რეჟიმმა. ჩვენ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ!“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“აშკარად იგრძნობოდა დაბნეულობა მისი მხრიდან” – კახა კალაძე გიორგი გახარიაზე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გიორგი...

“ტურბულენტობის ჟამს ზედაპირზე საზოგადოების ფსკერზე დალექილი ლექი და ჭუჭყი ამოტივტივდება, ასეთია სწორედ ეს აქაური...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქტივობებს მძიმე შეფასებებით...

“ქოცები არიან დასუსტებულები და აჭრილ-აბნეულები” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

მიხეილ სააკაშვილი: “შემდეგ დღეებში გაფორმდება უკრაინის გამარჯვება!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართულ და უკრაინულ ენებზე...

“ჩვენი ორგანიზაციის (ISSA) მიერ სულ ახლახან ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს ერთ საინტერესო შედეგს” – იაგო...

სოციოლოგიის დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი, ჩატარებულ კვლევაში, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით...

“ქოცები არიან დასუსტებულები და აჭრილ-აბნეულები” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...