სამშაბათი, აპრილი 22, 2025
11.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენ, უბრალოდ ხალხმა უნდა ვირწმუნოთ, რომ გამარჯვება შეგვიძლია"...

“ჩვენ, უბრალოდ ხალხმა უნდა ვირწმუნოთ, რომ გამარჯვება შეგვიძლია” – გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ეხმიანება “შინ ევროპაში” იდეის ქვეშ გაერთიანებულ აქტივისტებზე, სტუდენტებსა თუ საზოგადო მოღვაწეებზე თავდასხმებს ეხმაურება და საზოგადოებას ევროპული ინტეგრაცის რწმენის გაძლიერებისკენ მოუწოდებს:

ჩვენ, უბრალოდ ხალხმა უნდა ვირწმუნოთ, რომ გამარჯვება შეგვიძლია. ახლა მთავარი, სადაც მათ უნდათ რომ დაგვარტყან რწმენაში, რომ შეგვიძლია, ევროკავშირისკენაც წავიდეთ და გავიმარჯვოთ, საქართველომ გაიმარჯვოს! აი ამ რწმენის გატეხვა უნდა “ქართულ ოცნებას”, ამიტომ არის, რომ ბანდიტებს ახვედრებენ ხალხს, მწერლებს და საზოგადო მოღვაწეებს უვარდებიან, იმიტომ რომ ჩვენი რწმენა, გულწრფელი რწმენა უნდათ რომ გატეხონ, ის რწმენა, რომელიც ჩანდა 20-ში, ჩანდა 24-ში უნდათ რომ შებღალონ.

რწმენის გატეხვა, აი ამ შინაგან თავდაჯერებულობის გატეხვა, რომ სამშობლო უპირველეს ყოვლისა, რომ ამისთვის ჩვენ მზად ვართ, რომ შევიკრიბოთ მშვიდობიანად, ხელი გავუწოდოთ ერთმანეთს.

ამერიკის საელჩოში რატომ იძალადეს? – ამ რწმენის გასტეხად იძალადეს.
რატომ მიუვარდნენ ვისაც მიუვარდნენ? – ამ რწმენის გასატეხად მიუვარდნენ.

ამიტომ, სანამ ჩვენ გვჯერა ჩვენი ძალებს, ესენი ვერ მოგვერევიან და ვერცერთ შემთხვევაში ვერ აგვაცილებენ ევროპული ინტეგრაცის გზას”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

მიხეილ სააკაშვილი: ჩემი წინადადებები “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, დაპირებისამებრ, გამოაქვეყნა მისი წინადადებები "ერთიანი ნაციონალური...

“ჩვენ ყოველთვის ვიბრძოდით და ვიბრძოლებთ ევროპაში თავისუფალი უვიზო მიმოსვლის დასაცავად” – გიორგი გახარია

პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში პოზიციას აფიქსირებს...

“შესაძლოა “ოცნებასთან” პირისპირ საუბარი მოგვიწიოს” – გიგი უგულავა

,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში...

“მე და ჩემი მეგობრები გავაგრძელებთ ბრძოლას მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება” – გელა ხასაია

აქტივისტ, გელა ხასაიას 12 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა 16 აპრილს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

მიხეილ სააკაშვილი: “შემდეგ დღეებში გაფორმდება უკრაინის გამარჯვება!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართულ და უკრაინულ ენებზე...

“ჩვენი ორგანიზაციის (ISSA) მიერ სულ ახლახან ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს ერთ საინტერესო შედეგს” – იაგო...

სოციოლოგიის დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი, ჩატარებულ კვლევაში, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით...

“უკვე მეორე წელია რაც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ეს უბადრუკი ბიომასა საპროტესტო აქციებით ხვდება” –...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მძიმე შეფასებებით ეხმაურება საპროტესტო აქციების მონაწილეების...