“სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ეხმიანება “შინ ევროპაში” იდეის ქვეშ გაერთიანებულ აქტივისტებზე, სტუდენტებსა თუ საზოგადო მოღვაწეებზე თავდასხმებს ეხმაურება და საზოგადოებას ევროპული ინტეგრაცის რწმენის გაძლიერებისკენ მოუწოდებს:
“ჩვენ, უბრალოდ ხალხმა უნდა ვირწმუნოთ, რომ გამარჯვება შეგვიძლია. ახლა მთავარი, სადაც მათ უნდათ რომ დაგვარტყან რწმენაში, რომ შეგვიძლია, ევროკავშირისკენაც წავიდეთ და გავიმარჯვოთ, საქართველომ გაიმარჯვოს! აი ამ რწმენის გატეხვა უნდა “ქართულ ოცნებას”, ამიტომ არის, რომ ბანდიტებს ახვედრებენ ხალხს, მწერლებს და საზოგადო მოღვაწეებს უვარდებიან, იმიტომ რომ ჩვენი რწმენა, გულწრფელი რწმენა უნდათ რომ გატეხონ, ის რწმენა, რომელიც ჩანდა 20-ში, ჩანდა 24-ში უნდათ რომ შებღალონ.
რწმენის გატეხვა, აი ამ შინაგან თავდაჯერებულობის გატეხვა, რომ სამშობლო უპირველეს ყოვლისა, რომ ამისთვის ჩვენ მზად ვართ, რომ შევიკრიბოთ მშვიდობიანად, ხელი გავუწოდოთ ერთმანეთს.
ამერიკის საელჩოში რატომ იძალადეს? – ამ რწმენის გასტეხად იძალადეს.
რატომ მიუვარდნენ ვისაც მიუვარდნენ? – ამ რწმენის გასატეხად მიუვარდნენ.
ამიტომ, სანამ ჩვენ გვჯერა ჩვენი ძალებს, ესენი ვერ მოგვერევიან და ვერცერთ შემთხვევაში ვერ აგვაცილებენ ევროპული ინტეგრაცის გზას”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს