ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისხვადასხვასაქართველოს პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს ბრალი წაუყენა

საქართველოს პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს ბრალი წაუყენა

ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის ბრალდების შესახებ დადგენილების გამოტანის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებას საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე:

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2018 წლის 2 აგვისტოს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო სს თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და მოადგილის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე.

გამოძიების მსვლელობისას, აღნიშნული  სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, 2019 წლის 24 ივლისს ბრალი წარედგინათ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, ჯგუფურად, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

მაღალი საჯარო  ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად მიღებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილება ჯგუფის სხვა წევრის მიმართ.

კერძოდ, გამოტანილია დადგენილება ავთანდილ წერეთლის ბრალდების შესახებ, მის მიერ, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

ავთანდილ წერეთელი დღეს დაბარებულია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით, რის შემდეგაც  საქართველოს გენერალური პროკურატურა სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე. 
ასევე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაბარებულები არიან ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე მათთვის წარდგენილი ბრალდების დაზუსტების მიზნით.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“უტიფართ და მით უფრო “ოცნების” მიერ “დადებულ” პრეზიდენტს (2018-ში) არ სჩვევიათ ბოდიშის მოხდა!” –...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარის, თაკო ჩარკვიანის მწვავე შეფასებები...

“ბოლო სერიაში კობახიძე-მდინარაძე “აღმოაჩენენ”, რომ “დიფ სთეითი” ბიძინა ყოფილა და პროკურორს ეტყვიან – შიგნიდან...

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის პოლიტ-ირონიული ვარაუდი: "ბოლო სერიაში კობახიძე-მდინარაძე “აღმოაჩენენ”, რომ...

“ვისაც აღარ ახსოვს, შეგახსენებთ რომ, მან მოაწყო ამბოხი და ერთხანს თავი შეაფარა სეპარატისტებს აფხაზეთში,...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საგამოძიებო კომისიაზე ემზარ კვიციანის...

“ზურაბიშვილის ვიზიტი ბალტიისპირეთში მკაფიო გზავნილია: საქართველო არ არის ივანიშვილის რეჟიმი!” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე...