“სტრატეგია აღმაშენებლის” ვიზიტი ბრიუსელში დასრულდა. რამდენიმე დღიანი ვიზიტის ფარგლებში პარტიის ლიდერები გიორგი ვაშაძე და სერგო ჩიხლაძე ევროპარლამენტარებს და სხვადასხვა მაღალი რანგის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის მთავარი საკითხი საქართველოს ევროინტეგრაციის გზა და ევროკომისიის მხრიდან 12 პუნქტიან გეგმას ეხებოდა.
ოპოზიციონერმა ლიდერებმა შეხვედრები გამართეს:
1. “Friedrich Naumann Foundation”-ის წარმომადგენლებთან
2. ანდრიუს კუბილიუსთან
3. ქეით ნიმანთან
4. სვენია ჰანთან
5. ბარტ გრუტისთან
6. ბერნარ გუეტასთან
7. ანა ფოტიგასთან
8. მიშელ რუპთან
9. პოლ ივანთან
10. პეტრას ასტრევიჩუსთან
11. სვენ მიქსერთან
12. ვიოლა ფონ კრამონთან
13. იანა ტუმთან
როგორც პარტიაში აცხადებენ ევროპარლამენტარების მხრიდან ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს დიდი მხარდაჭერა აქვს. ევროპელი კოლეგები ეროვნული თანხმობის მთავრობის ინიციატივას პოზიტიურად აფასებენ, ასევე გამოთქვამენ სურვილს, რომ საქართველოს მეგობრობის ჯგუფს შეუერთდნენ და ევროპარლამენტში ამ ჯგუფის გაფართოვება მოხდეს.