პარასკევი, აპრილი 26, 2024

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ეროვნული თანხმობის მთავრობის ინიციატივას პოზიტიურად აფასებს – გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარემ ბრიუსელში ვიზიტის დროს შეხვედრა გამართა ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონთან. გიორგი ვაშაძის თქმით ევროპარლამენტარი ეროვნული თანხმობის მთავრობის იდეას გაეცნო, რომელსაც პოზიტიური შეფასება მოჰყვა კრამონის მხრიდან:

ბრიუსელში შევხვდი ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს.

შეხვედრაზე ჩვენ ევროპელ კოლეგას გავაცანი ეროვნული თანხმობის მთავრობის ინიციატივა, რომელიც მან პოზიტიურად შეაფასა, ასევე ვიოლა ფონ კრამონი პოზიტიურად აფასებს ქართველი ხალხის მისწრაფებას ევროპული ოჯახის წევრობასთან დაკავშირებით.

შევეხეთ საქართველოს ამჟამინდელ კრიზისულ მდგომარეობას და   ვიმსჯელეთ ჩვენი ქვეყნის  კრიზისიდან თავის დახწევის გზებზე”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული