ხუთშაბათი, ივნისი 26, 2025
30.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ომი რომ არ გვქონდეს, შიმშილი რომ მორჩეს და...

“ომი რომ არ გვქონდეს, შიმშილი რომ მორჩეს და უკეთესი განათლება და მედიცინა გვქონდეს, ამიტომ გვინდა დასავლეთი” – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე გეოპოლიტიკურ რეალობაზე აქცენტით კონკრეტულ შეფასება-განმარტებებს აკეთებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელობის წარმოსაჩენად:

ძვირფასებო, დასავლეთი ომში ჩართვას არ გვთხოვს. რუსეთს ჩვენს უძირო ცაზე (გინაც ცა-ფირუზზე) ხუთი გადაფრენა ეყოფა, რომ საქართველო აღარ იყოს, რადგან ისრაელის თავდაცვა რომ გვქონდეს, მაშინაც კი, კრებითი სუბარუებით ომს შევძლებთ კი არა, უწყინარი, მშვიდობიანი, რუტინული, პატარიკა რეფორმების აწევა რომ სჭირდება, აი მაგ კანდიდატის სტატუსს ვერ ვქაჩავთ.

ჯერ როგორ არ უნდა შეგრცხვეს, რეფორმების ფუსფუსს თავი ვერ მოაბა და მიზეზად ბებიის გარდაცვალება, ლიფტში გაჭედვა და ომის საფრთხე მოიმიზეზო?!

ხოდა კიდევ, 2008-ში სამ დღეში შეჩერდა ომი სწორედ დასავლეთის დახმარებით, რადგან ამჟამად, ჩვენი ზომა-წონის და შეიარაღების ქვეყანას რუსეთის ერთი თვე შეკავებაც კი არ შეუძლია. ერთი კვირის სამყოფი ბომბი რომ თავზე დაგვაცალოს რუსეთმა, აი ეგ არავის არაფერ ხეირს აძლევს, გარდა თავად რუსეთისა, რომლის მოსახლეობაც შეუპოვრად მოიწევს და სახლდება ჩვენს ქალაქებში.

ასე რომ არავის აქვს აქ არანაირი აყალმაყალის ინტერესი, გარდა რუსეთისა და ისიც ისე შეჭირვებულია ფინანსურად უკვე, რომ ურჩევნია თავად დავხოცოთ ერთმანეთი, მისი ხარჯის გარეშე.

ხოდა რომ არ დავხოცოთ ერთმანეთი, დეპოლარიზდით თქვე გამოთაყვანებულებოო, ამიტომ გვეხვეწება ეს გადაქანცული დასავლეთი. ასევე, დასავლეთს, რომ ვეხვეწოთ, ომი გვინდაო, ვერც იარაღს მოგვცემს, უკრაინაში იმხელა ფინანსური ხარჯი აქვს, კიდევ ჩვენ ვაკლივართ. ჯერ მხოლოდ მაკრონს უსმინეთ, სიხარულით გააჩერებდა ომს უკრაინაშიც, ისე ეშლება ნერვები, ჭარბი მოვალეობები რომ გაუჩნდა და კრუასანის ჭამა უგვიანდება დილაობით. ახალი ფრონტი უნდა კიდევ?

მოკლედ, მატყუარებს ნუ მოუსმენთ. ომი რომ არ გვქონდეს, შიმშილი რომ მორჩეს და უკეთესი განათლება და მედიცინა გვქონდეს, ამიტომ გვინდა დასავლეთი. ხო, ხო, ანგარებით გვინდა დასავლეთი, ხოდა წესიერი, აზრიანი მომლაპარაკებლებია საჭირო მთავრობასთან, რომ სკამების კარგვის შიშებს არ გადააყოლოს ქვეყნის, ანუ ჩვენი ყველას შვილების მომავალი” , – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნათია ფანჯიკიძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სამართლიანობა კი არ ადარდებდა ან ადარდებს, რევანშისტი გაიძვერებაა, მეტი არაფერი” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეულ პიროვნებებისთვის მინიშნებებს აკეთებს...

“ბიზნესი, ვინც ჩუმადაა და ფიქრობს, რომ გადარჩება – მაინც ვერ გადარჩება ამ საშინელი სიჩუმით”...

მმართველი გუნდის მიერ დაგეგმილ საკანონმდებლო ნორმების შემოღებასთან დაკავშირებით კონკრეტულ...

“ქოცნების” ლოგიკით გამოდის, რომ არც სააკაშვილმა იცოდა, რასაც განზრახ უკეთებდა გარეული თუ შინაური მტერი”...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი, საგამოძიებო კომისიაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

პაატა მანჯგალაძე: “ჩვენი ამოცანაა ერთობა, წინააღმდეგობა და ბრძოლა”

და კონკრეტულ მოთხოვნებს უყენებს ხელისუფლებას და ოპოზიციურ პარტიებს, საზოგადოებას...

“განსაკუთრებით ვამაყობ ჩემი ნიკუშათი, გარდა იმისა, რომ ბევრ რამეში გაჭრილი ვაშლივით მგავს, კიდევ უფრო...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თინა ბოკუჩავას, პეტრე ცისკარიშვილის...

“ქოცებო, რუსები რომ ვერ “დალაგდნენ” ტრამპის ადმინისტრაციასთან და თქვენ როგორ “დაგილაგებენ”?!” – ზურაბ ბატიაშვილი

უკრაინელების მიერ ქერჩის ხიდზე მიტანილ შეტევასთან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებს...