კვირა, ივლისი 6, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიოკუპაციასახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების...

სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან კელი დეგნანთან შეხვედრა გამართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან კელი დეგნანთან შეხვედრა გამართა.

სახელმწიფო მინისტრმა აშშ-ს ელჩს, ინფორმაცია მიაწოდა შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის მიმდინარეობაზე; მხარეებმა განიხილეს აღნიშნული პროცესის პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო ხედვები, რაც შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა. თეა ახვლედიანი და კელი დეგნანი სტრატეგიული გადახედვის ფარგლებში, ისევე როგორც უწყების კომპეტენციაში შეამავალ სხვა აქტუალურ საკითხებზე მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან ვაგრძელებთ კონსულტაციებს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის განახლების საკითხებზე, რაც უფრო ფართო – საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის ნაწილია.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, ქალბატონ კელი დეგნანს, რომელთანაც სახელმწიფო მინისტრის აპარატის კომპეტენციაში შემავალი ორივე მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობა და პარტნიორობა გვაკავშირებს, გავაცანით, შერიგების პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესი, მის ფარგლებში შემუშავებული ხედვები, მიდგომები, პრიორიტეტები, რაც არსებულ რეალობას და კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების საჭიროებებს დაეფუძნება,“ – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ლევან ხაბეიშვილი: დიდი წმენდაა დაწყებული “ოცნებაში”

„დიდი წმენდაა დაწყებული „ოცნებაში“, ლილუაშვილს ქვეყნიდან გასვლა აქვს აკრძალული,...

“ასე გაცვალეს სამშობლო ძალაუფლებაზე და კიდევ ერთხელ უღალატეს საქართველოს” – პაატა მანჯგალაძე

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციასთან მიმართებაში "ქართული ოცნების" დელეგაციის...

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ქულების დაწერა თუ გინდათ, საყოველთაო პოლიტიკური ამნისტია გამოაცხადეთ, სინდისის პატიმრები გამოუშვით‼️‼️‼️” – ელისო კილაძე

მიხეილ ყაველაშვილის მიერ პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი ლიდერების მიმართ გაკეთებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...