ხუთშაბათი, ივლისი 10, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიკახა კალაძემ საზოგადოებას ვანდალიზმის ფაქტების წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდა

კახა კალაძემ საზოგადოებას ვანდალიზმის ფაქტების წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისში ვანდალიზმის ფაქტები გახშირდა.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ახლად რეაბილიტირებულ და მოწესრიგებულ რეკრეაციულ სივრცეებში ინფრასტრუქტურის დაზიანება მიზანმიმართულად ხდება.

ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია ვანდალიზმის მოხშირებული ფაქტები, რადგან ბოლო წლებში თბილისში ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა. ჩვენი დედაქალაქი დღითიდღე ლამაზდება, თუმცა, სამწუხაროდ, ახლად რეაბილიტირებულ პარკებში, სკვერებში მიზანმიმართულად ხდება ინფრასტრუქტურის დაზიანება, რაც საწყენია. ამ ყველაფერში უამრავი თანხა იხარჯება, კეთდება ჩვენთვის, ჩვენი შვილებისთვის, ამ ქალაქში მცხოვრებლებისთვის. თუ ჩვენ საპარკე ინფრასტრუქტურას დავამტვრევთ, მცენარეებს მოვიპარავთ და სახლში წავიღებთ, მაშინ ყველაფერს აზრი ეკარგება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდა, რომ ვანდალიზმის წინააღმდეგ გაერთიანდნენ და მსგავსი შემთხვევების დროს გულგრილი არ იყვნენ.

მინდა, საზოგადოებას ვთხოვო, გულისხმიერება გამოიჩინონ. მნიშვნელოვანია მხარდაჭერა, რადგან ხშირ შემთხვევაში ვანდალიზმს სჩადიან არასრულწლოვანები, ახალგაზრდები, რაც სამწუხაროა. არის შემთხვევები, რომ ამ ყველაფერს უფროსები გულგრილად უყურებენ. ეს ძალიან ცუდია. ამის წინააღმდეგ ყველა უნდა გავერთიანდეთ. ყველამ ერთიანი ძალისხმევით უნდა ვეცადოთ, რომ მოვუაროთ ამ ყველაფერს, რადგან ეს თქვენი ფულით კეთდება, თქვენთვის და მომავალი თაობებისთვის. დარწმუნებული ვარ, განახლებული და მოწესრიგებული რეკრეაციული სივრცეები ყველას მოგწონთ. ამას შენარჩუნება და მოვლა სჭირდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ ვანდალიზმის ფაქტების ამსახველ ვიდეომასალას მედიასაშუალებებს მიაწვდიან.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“შემდეგი ალბათ იქნება შეირაღებული ძალების მთლიანად გაქრობა და ქვეყნის გადაცემა რუსეთისთვის” – მიხეილ სააკაშვილი

მმართველი გუნდის კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, მძიმე მოლოდინებით, ეხმაურება საქართველოს მე-3...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...