ორშაბათი, ივლისი 14, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ივანიშვილის დამარცხების გასაღები მის შიშებსა და თვითგადარჩენის ინსტიქტშია"...

“ივანიშვილის დამარცხების გასაღები მის შიშებსა და თვითგადარჩენის ინსტიქტშია” – ნიკა გვარამია

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება პატიმრობაში მყოფი “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია:

ივანიშვილის რეჟიმის გარღვევა შესაძლებელია ერთადერთი გზით: როცა შიგნიდან წნეხია აქციების სახით, ხოლო გარედან პრესია სანქციების სახით. ხაზგასმით, ორივე ფაქტორი თანაბრად და გადამწყვეტად მნიშვნელოვანია და აძლიერებს და განაპირობებს ერთმანეთს.

შთაბეჭდილება მრჩება (იმედია, მცდარი), რომ სანქციების ნაწილზე მუშაობა, გარკვეულწილად, მეორე პლანზე გადავიდა და ძირითადი აქცენტი გადატანილია შიდა წნეხზე. თუ ჩემი შთაბეჭდილება სწორია, მაშინ ტაქტიკური თვალსაზრისით ეს შეცდომაა, რომელიც ზრდის ივანიშვილის რეჟიმთან მარცხის რისკებს. თან, უკვე არა პოლიტიკური სპექტრის, არამედ – მთელი საზოგადოების მარცხის რისკებს. არა ორი ან ოციათასიანი შეკრებით იმედგაცრუების, არამედ 120 ათასიანი, ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი შეკრებით იმედგაცრუების რისკებს. ეს კი ძალიან გაამყარებს ივანიშვილის დაუმარცხებლობის მითს, გამოიწვევს ფრუსტრაციას და საკუთარი ძალების რწმენის მძიმე ეროზიას. ამიტომაც, ივანიშვილი ახლა ითამაშებს გამძლეობაზე და ფსონს დადებს ფსიქოლოგიურ და პროპაგანდისტულ წნეხზე, მუხტის ჩაქრობაზე, გადაღლაზე. ამიტომაც, ივანიშვილის დამარცხების მთავარი წინაპირობა მისთვის „კუნთების“ სწრაფად შემოცლაა. ეს კუნთები ძალოვანი, სამართალდამცავი და მართლმსაჯულების ორგანოებია – ის, რაც ქმნის ოლიგარქის რეპრესიულ მანქანას, რომლის მეშვეობითაც ივანიშვილი ახორციელებს ქვეყნის ეფექტურ კონტროლს.

მოსამართლეების, პროკურორების, პოლიციის მაღალჩინოსნების დასანქცირება, სწრაფად და ეფექტიანად ჩამოშლის ამ რეპრესიულ მანქანას. თუ არ იარსებებს დარბევის ბრძანების გამცემი და შემსრულებელი, ოპონენტის პოლიტიკურად მდევნელი და დამჭერი, ოლიგარქიული სისტემა იქცევა გოლიათად თიხის ფეხებზე. ამასთან, სუსტი ივანიშვილი, შეუქცევადად დაიწყებს პოლიტიკური გავლენის დაკარგვას, პირველ რიგში, საპარლამენტო უმრავლესობაზე. ყველაფერი ეს არ დაუტოვებს მას ხელისუფლების სწრაფი და მშვიდობიანი გადაბარების ალტერნატივას.

ივანიშვილის დამარცხების გასაღები მის შიშებსა და თვითგადარჩენის ინსტიქტშია. ეს კი, მხოლოდ აქციებით, რთულად მისაღწევი ამოცანაა. სანქციები უკიდურესად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ამ მხრივ. არ უნდა დაგვავიწყდეს არც ის, რომ თავად ივანიშვილის თავზე დამოკლეს მახვილივით ჰკიდია პერსონალური სანქციები და რაც უფრო დაბლა დაიწევს ეს მახვილი, მით უფრო „დამყოლი“ გახდება ოლიგარქი. ეფექტურად, ეს ყველაფერი, უმოკლესი გზაა რეალური დეოლიგარქიზაციისკენ.

P.S. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ნებისმიერი შიდა აქტივობა გარკვეულწილად მოწყვლადია ივანიშვილის რუსული სტილის პროპაგანდისტული მანქანის წინაშე. მეორეს მხრივ კი, ეს სიცრუის მანქანა სრულიად უძლურია საერთაშორისო ინსტრუმენტების წინააღმდეგ. დასავლეთი არა თუ რეზისტენტულია ოცნების პროპაგანდის მიმართ, მეტიც – როგორც ბოლო მოვლენები ცხადყოფს, მძიმედ უპირისპირდება და პასუხობს მას“, – აცხადებს ნიკა გვარამია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქართველები რომ ბიძინას პოლიტიკურ გადატრიალებას ცხვრებივით უდრტვინველად შეგუებოდნენ, არც ევროპიდან იქნებოდა ის რეაქცია, რასაც...

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია...

“იქამდე გაჯანჯღარებთ, სანამ არ დანებდებით. ხო ხართ პირველიდან უკანასკნელამდე შიშში” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია მძიმე შეფასება-მინიშნებებით ხელისუფლებას მიმართავს: "იქამდე გაჯანჯღარებთ, სანამ...

“გაფუჭებულმა-გახრწნილმა “პოლიტპროდუქტმა” აგვიყროლა ჩვენი ლამაზი ქვეყანა!” – თაკო ჩარკვიანი

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარის, თაკო ჩარკვიანის არაპირდაპირი მინიშნებები: "რომ...

“ამაყი ვარ, რომ ჩვენი განხორციელებული პროექტებით, ქალაქში შევქმენით არაერთი მიზიდულობის ცენტრი – სკვერებითა და...

თბილისის მერმა კახა კალაძემ გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მაგარ შარშია “ოცნება” – იმდენი იჩალიჩეს, რომ მალე “შავი” პოლიტიკოსები შავად გაურჩევენ საქმეებს” –...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას (არა)სახუმარო პოლიტრეალობა: "მაგარ შარშია "ოცნება" - იმდენი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“მედროვეების მოგებული ომი არ გაიშვას!” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე შეფასებებით და კონკრეტული...