სამშაბათი, აპრილი 22, 2025
11.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმაკა ბოჭორიშვილი: "ჩვენ გავაგრძელებთ იმ რეფორმების გზას, რაც...

მაკა ბოჭორიშვილი: “ჩვენ გავაგრძელებთ იმ რეფორმების გზას, რაც საქართველოს საბოლოო მიზანთან დაგვაახლოებს”

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ევროპარლამენტში გამართულ საპარლამენტთაშორისო კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა, სადაც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე იმსჯელეს.

სამწუხაროდ, საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც საკუთარ თავზე არაერთხელ გამოსცადა რუსული აგრესია და დღესაც აგრძელებს ბრძოლას ოკუპაციის და მისი მძიმე შედეგების წინააღმდეგ. სამწუხაროა, რომ მხოლოდ უკრაინაში ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების შემდეგ გახდა შესაძლებელი რუსეთის რეალური სახის გაცნობიერება და მის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა“, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანი მონაპოვარია 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა მიენიჭა.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდგომ, ქვეყანაში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებზე ისაუბრა.

თვალსაჩინოა პროგრესი, რომელსაც ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან დღემდე მივაღწიეთ. სწორედ, ამ რეფორმებმა საქართველო მრავალი მიმართულებით, მიმზიდველ ქვეყნად აქცია მიუხედავად, იმ უსაფრთხოების გამოწვევებისა, რაც ქვეყნის წინაშე დგას. უკრაინისა და მოლდოვის მსგავსად, კანდიდატის სტატუსით საქართველო ჯერ ვერ სარგებლობს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ საქართველოც ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ნაწილია. ჩვენ გავაგრძელებთ რეფორმების იმ გზას, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე წინ წასწევს და დაგვაახლოვებს საბოლოო მიზანთან“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

სიტყვით გამოსვლისას, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოსთან მიმართებაში, ევროპარლამენტის ბოლოდროინდელ შეფასებებს გამოეხმაურა.

იმედგაცრუებას იწვევს ის ფაქტი, რომ ევროპარლამენტის ბოლოდროინდელი შეფასებები საქართველოსთან მიმართებაში ფაქტების არასწორ ინტერპრეტაციას ეფუძნება ან სრულიად მოკლებულია საფუძველს, ვინაიდან საქართველოს ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში უწევს მოქმედება. მსგავსი შეცდომები მხოლოდ ზრდის საფრთხეებს და არ გვეხმარება მათ განეიტრალებაში.

მოველით, რომ ევროპარლამენტი უკეთესი ანალიზის საფუძველზე და მეტი სიფრთხილით გააკეთებს საქართველოსთან მიმართებაში შეფასებებს. ევროკავშირის შემდგომი გადაწყვეტილებები დაგვეხმარება საერთო, ევროპული მიზნების გარშემო ერის გაერთიანებაში, ვინაიდან, სწორედ ეს სურს საქართველოს მოსახლეობის 85%-ს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ევროპარლამენტში გამართული საპარლამენტთაშორისო კომიტეტის სხდომა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკალისტერმა გახსნა.

სხდომაში მონაწილეობდა სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰელი და ასევე, ევროპარლამენტის წევრები, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პარლამენტებისა და გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნების საპარლამენტო კომიტეტის წარმომადგენლები.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ამ წმინდა უვიცობაში ქოცები დაწინაურდებიან” – გიგი უგულავა

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში ირონიულ...

ირაკლი ზარქუა: “რეჟიმი გასამართლდება – ამას აქვს თავისი ვადა”

პარლამენტის დეპუტატი ირაკლი ზარქუა მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმაურება, სადაც მმართველი პარტიის...

ნანა ტოხვაძე: “ალბათ, მალე, რუსულ სახელმძღვანელოებსაც შემოგაშველებენ “სწრაფი ინტეგრაციის” მიზნებიდან გამომდინარე!”

"სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნანა ტოხვაძე პოლიტიკურ შეფასებას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

მიხეილ სააკაშვილი: “შემდეგ დღეებში გაფორმდება უკრაინის გამარჯვება!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართულ და უკრაინულ ენებზე...

“ჩვენი ორგანიზაციის (ISSA) მიერ სულ ახლახან ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს ერთ საინტერესო შედეგს” – იაგო...

სოციოლოგიის დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი, ჩატარებულ კვლევაში, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით...

“უკვე მეორე წელია რაც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ეს უბადრუკი ბიომასა საპროტესტო აქციებით ხვდება” –...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მძიმე შეფასებებით ეხმაურება საპროტესტო აქციების მონაწილეების...