სამშაბათი, მაისი 6, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიაქტუალური თემებიმაია მიმინოშვილმა დუმილი დაარღვია და თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ...

მაია მიმინოშვილმა დუმილი დაარღვია და თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ პირველ განმარტებებს აკეთებს

თითქმის 10 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა “განათლებისა და შეფასების ცენტრს” მაია მიმინოშვილი, რომელიც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის ახალმა მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა თანამდებობიდან გაათავისუფლა. მაია მიმინოშვილმა დაარღვია სამდღიანი დუმილი და ფეისბუკის საკუთარი გვერდიდან მიმართა საზოგადოებას:

“ყოველთვის მიმაჩნდა, რომ მხოლოდ მაშინ შეიძლება გაუძლო სირთულეებს, თუ საქმე, რომელსაც აკეთებ, ძალიან გიყვარს. ჩემმა კოლეგებმა და მეგობრებმა კარგად იციან, რომ „ნაეკი“ ჩემთვის მხოლოდ სამსახური არასოდეს ყოფილა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საკუთარი მიღწევებითა თუ სირთულეებით, მისი ყველა პროექტი ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი, ალბათ უმთავრესი ეტაპი იყო და, ცხადია, ორგანიზაციის, მისი საქმიანობის მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული ემოციური დამოკიდებულება მექნება.
სწორედ ამიტომ მივცემ თავს უფლებას და ვიტყვი: ვიყავი და ყოველთვის ვიქნები „ნაეკის“ ყველაზე დიდი გულშემატკივარი. მიხარია, რომ მე და ჩემმა კოლეგებმა შევძელით ორგანიზაციის შექმნა, რომელიც ნებისმიერი ხელმძღვანელის პირობებში წარმატებით გაართმევს თავს ძველ და ახალ ამოცანებს. დავნერგეთ სისტემა, რომლის ობიექტურობა თუ ეფექტიანობა ერთი ან რამდენიმე ადამიანის სურვილსა და კეთილსინდისიერებაზე არ არის დამოკიდებული.
მესამე დღეა თითქმის ყველა მედიასაშუალება მთხოვს განმარტებას, თუ რა გახდა, ჩემი აზრით, მინისტრის გადაწყვეტილების მიზეზი. ვეცდები მოკლედ და გულწრფელად გიპასუხოთ: ცხადია, ჩვენს შორის არანაირი უთანხმოება ან აზრთა სხვადასხვაობა არ ყოფილა, ეს შეუძლებელიც იქნებოდა, რადგან ერთად მუშაობა ვერც მოვასწარით. ამასთან, ვფიქრობ, საკადრო ცვლილებებში დრამატული არაფერია. საქმის კეთებისას გუნდურობას ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდი და, შესაბამისად, მესმის, რომ სისტემაში ცვლილებების წამოწყება ახალ მინისტრს თავის გუნდთან ერთად სურს. ამ რთულ საქმეში წარმატება მინდა ვუსურვო! ეს ქვეყანას, საზოგადოებას ძალიან სჭირდება.
და ბოლოს, ჩემს მეგობრებს, ჩემს კოლეგებს, ჩემს „ნაეკელებს“ მინდა მივმართო: სწორედ თქვენ ხართ ამ ორგანიზაციის ძლიერი მხარე. თქვენმა ფასდაუდებელმა გამოცდილებამ, საქმისადმი ერთგულებამ და პროფესიონალიზმმა შექმნა „ნაეკი“ და ეს იქნება მისი ყველა მომდევნო წარმატების უპირობო გარანტი! გმადლობთ მეგობრობისა და თანამშრომლობისათვის!”

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დასავლეთის და უკრაინის ჯინაზე რომ რუსეთი გევასება და გულშემატკივრობ, ეს რა ფენომენია, არ მესმის…”...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კონკრეტული კატეგორიის ქართველების მიერ რუსეთის მიმართ...

“მეგობარი აქტი” არის პასუხი მოძალადე რეჟიმის ქმედებებზე. ამერიკამ მხარი დაუჭირა ქართველ ხალხს და არა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ეხმიანება აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის...

“ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ...