ოთხშაბათი, ივლისი 9, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებისოზარ სუბარი: "საბჭოთა „ტროიკაში“ უფრო მეტი შანსი იყო,...

სოზარ სუბარი: “საბჭოთა „ტროიკაში“ უფრო მეტი შანსი იყო, რომ გამართლებულიყავი, ვიდრე სააკაშვილის სასამართლოში”

ვლაპარაკობთ ევროპაზე და დღეს მთელი დღე ისმოდა ზიზღი, ბოღმა, ყვირილი და მოსმენის ჩაშლის მცდელობა. რომელ ევროპაზე ვლაპარაკობთ და რომელი ევროპისკენ მივდიოდით? პარტია, რომელიც იტაცებდა ადამიანებს, გაჰყავდა ზღვაში, ხვრეტდა და როდესაც ასეთი პარტიის ლიდერი ციხეში ზის, გმირიაო გვეუბნებიან“, – განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყოველწლიური მოხსენება გააკეთა.

სოზარ სუბარმა რუსულ კომპანიებზე მიყიდული ობიექტები შეახსენა საპარლამენტო ოპოზიციას.

მარტო ხრამები მინიმუმ ნახევარი მილიარდი დოლარი დაჯდება, რომ ააშენო და ასიათას დოლარად მიჰყიდეს, რის ფასსაც ერთ წელიწადში ამოიღებდა ის კომპანია. სამი სავარაუდო პასუხი არსებობს: პირველი: არის აგენტი და შეასრულა ის დავალება, რაც მისცეს, მეორე- ქრთამი აიღო და იმიტომ და მესამე – იდიოტია. 30-ზე მეტი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტია ასე გაყიდული“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისი თქმით, იყო წლები სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, როდესაც ერთი გამამართლებელი განაჩენი იყო 20 000 სისხლის სამართლის საქმიდან.

საბჭოთა „ტროიკაში“ უფრო მეტი შანსი იყო, რომ გამართლებულიყავი, ვიდრე სააკაშვილის სასამართლოში. წელიწადში 700-800 საქმე მიდიოდა სტრასბურგში, ხოლო შარშან 60 საქმე წავიდა, არ არის განსხვავება? 95 საქმეზე არის გადაწყვეტილება, სადაც ნათქვამია, რომ საქართველომ სააკაშვილის პერიოდში აწამა ადამიანები ციხეებში. არცერთი საქმე არ არის წასული სტრასბურგში ღირსების შემლახავი მოპყრობით და წამების მუხლით. ერთადერთი საქმეა, რომელიც სააკაშვილმა გაგზავნა და 2 თვეში გადმოაგდეს უკან და უთხრეს, რომ არაფერი დარღვევა აქ არ არისო. აი, ეს არის განსხვავება თქვენს სასამართლოსა და ჩვენს სასამართლოს შორის. როცა ევროპაზე ვლაპარაკობთ, სწორედ სამართლიანი სასამართლოა სწორედ ყველაზე მთავარი“, – მიმართა სოზარ სუბარმა ოპოზიციის წარმომადგენლებს.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მოძალადე რეჟიმის პირობებში არავინ არის დაცული, მათ შორის, ის ადამიანებიც, რომლებსაც დიდი როლი აქვთ...

ბოლო დღეებში საქართველოში მომხდარ კონკრეტულ ფაქტებს მწვავე პოლიტიკური შეფასებებით...

“ალეკო ელისაშვილი, ეს ფიზიკური თუ პოლიტიკური აკრობატი, იწვევს სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში, რათა გახდეს დედაქალაქის...

თბილისის მერის კანდიდატურასთან დაკავშირებით ალეკო ელისაშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას...

“ყველაფერი უნდა ვიღონოთ ამ პროვინციული და თავისმომჭრელი დიქტატურის დასასრულებლად” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მწვავე შეფასებებს აკეთებს მმართველ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“მარიამ ლაშხს რა აძინებს მშვიდად, რაც მას წყევლა და გინება მიუვიდა!” – ელისო კილაძე

დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ 12-12 დღიანი პატიმრობა...

“ჩვენ ვერ ვიქნებით მხოლოდ გეოპოლიტიკის იმედზე… შეტევა და მხოლოდ შეტევა!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებსა...