spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბები"თბილისის ცის ქვეშ" ფარგლებში, 25-26 ივნისს, გლდანის მე-6...

“თბილისის ცის ქვეშ” ფარგლებში, 25-26 ივნისს, გლდანის მე-6 მიკრორაიონში მდებარე პარკში კონცერტები გაიმართება

პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“ გრძელდება და 25-26 ივნისს, გლდანის მე-6 მიკრორაიონში მდებარე პარკში საესტრადო შემსრულებლებისა და მუსიკალური ბენდების კონცერტები გაიმართება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მუსიკალური საღამოები 19:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალი იქნება.

ვაგრძელებთ პროექტს „თბილისის ცის ქვეშ“, რომლის ფარგლებშიც, უქმე დღეებში დედაქალაქის სხვადასხვა უბანში მუსიკალური საღამოები იმართება. ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ეს პროექტი და უამრავი ადამიანი ესწრება, რაც სასიამოვნოა.

ამჯერად, 25 და 26 ივნისს, დედაქალაქის მერია გლდანში გეპატიჟებათ საკონცერტო საღამოზე, სადაც თქვენს განწყობაზე საესტრადო შემსრულებლები და მუსიკალური ბენდები იზრუნებენ.

ღონისძიებები გაიმართება გლდანის მე-6 მიკრორაიონში მდებარე პარკში (N7 და N20 კორპუსებს შორის). დასაწყისი 19:00 საათზეა. კონცერტებზე დასწრება თავისუფალია. შეგიძლიათ მობრძანდეთ, ისიამოვნოთ, გაერთოთ და დაისვენოთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ის არ მეყოფოდა, მე რომ მაჯარიმებენ და მიჭერენ და ახლა სხვებს ჩემ გამო რომ...

როგორც გაირკვა, სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას შეურაცხყოფისთვის, შსს ახალი...

“4 თვის წინ დაიწყო ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის ეტაპობრივი და შესამჩნევი გაუარესება” – შოთა...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერის ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მძიმე...

“ირანთან დადებული შეთანხმება, ჩემი აზრით, ტრამპის ჯერ-ჯერობით ყველაზე დიდი პოლიტიკური მარცხია” – გია ნოდია

უახლოეს დღეებში აშშ-სა და ირანს შორის დაგეგმილი სამშვიდობო შეთანხმების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე, პაატა სალია, ნესტან ვერულაშვილი, გიორგი არევაძე, მარიამ წულაია – ეს...

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თეონა ჭალიძემ, ტვ "პირველის" ეთერში, ემოციური შეფასებებით...

მიხეილ სააკაშვილი: “ყოჩაღ ხაბე! აი ასეთია ნამდვილი ნაციონალი✊”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიციელების მიერ მოყოლილ კონკრეტულ...

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“ივანიშვილს უკიდურესად ეშინია თქვენი” – მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს: "მინდა ვუთხრა ჩემს...

“ზარქუამ, არანაირი უკანდახევა არ იქნებაო… მართლაც უპრეცედენტო გმირობაა მისი მხრიდან!” –

ირაკლი ზარქუას პოზიციას, ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით მიღებულ...