საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის ანგარიშს წარადგენს. საქართველოს მთავრობასა და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებაში ჟურნალისტებთან მწვავე კომენტარი გააკეთა ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა და საქართველოს პარლამენტის წევრმა პაატა მანჯგალაძემ:
,,პირველი საკითხი არის, რა თქმა უნდა, რატომ ვერ შეძლო ქვეყანამ ევროინტეგრაციის გზაზე იმ მიზნების მიღწევა, რაც შეძლო უკრაინამ და მოლდოვამ?
,,ქართულმა ოცნებამ“ არა თუ არაფერი გააკეთა ამისთვის, ჩვენ გვაქვს კონკრეტული მტკიცებულებები, რომ ხელი შეუშალა ამ გზაზე საქართველოს!
ნორმალურ ქვეყანაში ამხელა მარცხის, ჩავარდნის შემდეგ, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლიანი მთავრობა გადადგებოდა. არ ველოდებით მთავრობის გადადგომას ღარიბაშვილის შემთხვევაში, რადგან ისინი არ წარმოადგენენ საკუთარ თავს, ისინი წარმოადგენენ ბიძინა ივანიშვილს!
შესაბამისად, როგორი ნებაც იქნება ბიძინა ივანიშვილის, ისეთი იქნება მთავრობის გადაწყვეტილებაც“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


