spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გუშინდელი დღე იყო ფანტასტიკური და იმედისმომცემი!" - ნიკა...

“გუშინდელი დღე იყო ფანტასტიკური და იმედისმომცემი!” – ნიკა გვარამია

ნიკა გვარამიას მიერ საპატიმროდან გამოგზავნილი განცხადება/მიმართვა გავრცელდა სოციალურ ქსელში, სადაც “მთავარი არხის” დირექტორი, გუშინდელი აქციის გამო მადლობას უხდის ყველას, ვინც აქციაში მიიღო მონაწილეობა, სხვადასხვა ფორმით:

გუშინდელი დღე იყო ფანტასტიკური და იმედისმომცემი! ამდენი ადამიანი რუსთაველზე, პირადად მე, არასდროს მინახავს. მტერმაც და მოყვარემაც ნახა, რომ ქართველი ერი არც მომკვდარა და აღარც სძინავს! რაც მთავარია, ეს ვნახეთ ჩვენ და ვირწმუნეთ საკუთარი ძალების! სწორედ ასეთი დღეები ქმნიან ქვეყნის ისტორიას და განაპირობებს მის საუკეთესო მომავალს!
რიგითი ქართველი პატრიოტისგან, დიდი მადლობა აქციის ყველა ორგანიზატორს, პირველ რიგში, მოძრაობა “სირცხვილიას” და ყველა სხვას, ვინც მცირედი წვლილი მაინც შეიტანა აქციის ორგანიზებაში. ყველამ ერთად, შეძლეს და უშეცდომოდ გაიარეს ეს რთული გზა და უზრუნველყვეს გუშინდელი ისტორიული დღე.

რიგითი ქართველი პატრიოტისგან, დიდი მადლობა ქართულ კრიტიკულ მედიას, რომელიც სრულად იყო ჩართული აქციის საინფორმაციო კამპანიაში და მის სრულყოფილად გაშუქებაში. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რაოდენ მნიშვნელოვანია პროდასავლური მედიის როლი ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის გზაზე.

რიგითი ქართველი პატრიოტისგან, დიდი მადლობა სამოქალაქო სექტორს, ვისი დაუღალავი და თავდაუზოგავი შრომა ქვეყნის დასავლური გზის და გადარჩენის უმნიშვნელოვანესი და, შესაძლოა, გადამწყვეტი წინაპირობაა.

რიგითი ქართველი პატრიოტისგან, დიდი მადლობა ოპოზიციას, რომ დადგნენ პარტიულ ინტერესებზე მაღლა და ქართველ ხალხსაც და მსოფლიოსაც გვაჩვენეს, რომ შეუძლიათ დიდი მიზნისთვის გაერთიანება ერთმანეთთანაც და საზოგადოებასთანაც, და რომ ყბადაღებული პოლარიზაცია მხოლოდ “ქართული ოცნების” არჩევანია.

და რაც მთავარია, რიგითი ქართველი პატრიოტისგან, დიდი მადლობა აქციაზე მისულ თითოეულ ადამიანს, ჩემი ოჯახის წევრების ჩათვლით. მადლობა მკაფიოდ გაცხადებული ეროვნული მიზნისა და ისტორიული მისიისთვის – შინ ევროპისკენ! მადლობა მკაფიოდ გაცხადებული მზაობისთვის, ბრძოლა გაგრძელდეს ბოლომდე, ქართველი ხალხის საბოლოო გამარჯვებამდე!

დიდება ერს!

საქართველო ივანიშვილის გარეშე!” – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

პროკურატურამ ელისო კილაძის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო

პატიმრობაში მყოფი მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის, ელისო კილაძის საქმე...

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

“ეს არის რეჟიმის მიერ გაფორმებული პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელსაც სამართალთან საერთო არაფერი აქვს” – “ოპოზიციის...

4 ოქტომბრის საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს, პოლიტიკური განცხადებით...

“საბოლოოდ ყველა ამოლპებით იქ, სადაც თქვენი ადგილია, მოვა ეს დღეც” – დავით ქაცარავა

მთავრობის ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის მიერ ბრალდებულ მოძალადე სამართალდამცავების მიმართ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რომ არა უწყვეტი პროტესტი, ხალხის თავდადება და დაუღალავი ბრძოლა, დაიჭერდა თუ არა ივანიშვილი ამ...

საქართველოს პროკურატურის განცხადებით – ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და...

“იქნებ პასუხი გაგვცენ – ვინ გამოუწერა, ამ კრემლის ყურებს, საშვები?” – შალვა ნათელაშვილი

პატრიარქის არჩევის პროცესის დროს სამების საკათედრო ტაძარში კონკრეტული პირების...

“რელიგიურ ლიდერთა შორის, ალბათ, ყველაზე წარმოსადეგი იქნება” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას შეფასება კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის მიმართ: "შემოსვა ძალიან...

“ღია და დაუნდობელი ბრძოლა მიდის, პირადად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...