პარასკევი, აპრილი 26, 2024

“ჩვენ, სადაც იყო საჭირო, მკაფიო პოზიციების დაფიქსირება რუსული აგრესიის წინააღმდეგ – ყველგან დავაფიქსირეთ” – ირაკლი კობახიძე

პარტია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარში აცხადებს, რომ არ გაიმეორებენ ყოფილი ხელისუფლების რიტორიკას, რომელიც არსებობდა 2008 წლამდე რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებით:

,,მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენი პოლიტიკა არის ძალიან მკაფიო და ძალიან ნათელი. ჩვენ, სადაც იყო საჭირო მკაფიო პოზიციების დაფიქსირება, რუსული აგრესიის წინააღმდეგ – ყველგან დავაფიქსირეთ. მათ შორის ოფიციალურ დოკუმენტებს შევუერთდით.

ძალიან ხმამაღლა გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია რუსეთის აგრესიის დაგმობა უკრაინასთან მიმართებით. აქედან გამომდინარე ყველაფერი არის დღესავით ნათელი და აქ სპეკულაციებისთვის რეალურად არავითარი სივრცე არ არსებობს.

თუ ვინმეს უნდა, რომ ჩვენ გავიმეოროთ ის რიტორიკა, რომელიც ჰქონდა, მაგალითად, სააკაშვილს 2008 წლის ომამდე, რომლის მიზანი იყო პირდაპირ 20%-ის ჩაბარება რუსეთის ფედერაციისთვის – ამას ვერავის ვერ მივართმევთ. იმ რიტორიკას ჩვენ არ გავიმეორებთ!“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული