spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიირაკლი კობახიძე: სააკაშვილის და დიღმელაშვილის წასალეკი ქვეყანა ჩვენ...

ირაკლი კობახიძე: სააკაშვილის და დიღმელაშვილის წასალეკი ქვეყანა ჩვენ არ გვაქვს, ქვეყნის წალეკვის მორიგი მცდელობა იქნება წარუმატებლად დასრულებული

გუშინდელი აქცია იყო „ნაცმოძრაობის“ და „სირცხვილია“-ს, ანუ, მისი ახალგაზრდული ფრთის მიერ ორგანიზებული და ეს იყო ბაკურიანის გეგმის შემადგენელი ნაწილი, რომელიც დაისახა ბაკურიანში და დაიწყეს მისი აღსრულება, თუმცა, ეს გეგმა არის წარუმატებლობისთვის განწირული“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროკომისიის მოწოდებას პოლარიზაციის შემცირების შესახებ ოპოზიცია დღემდე უხეშად არღვევს.

როგორც მოგეხსენებათ, ევროკომისიის დოკუმენტში პირველ პუნქტად წერია ის, რომ საქართველოში უნდა შემცირდეს პოლარიზაცია. თუმცა, ყველა ვხედავთ, რა ვითარებაა საქართველოში. ოპოზიცია ამ დოკუმენტის გამოქვეყნებიდან პირველივე წუთებში არღვევდა ამ პუნქტს და დღემდე არღვევს უხეშად პოლარიზაციის შესახებ ევროკომისიის მოწოდებას. თქვენ ნახეთ რიტორიკა გასული 4 დღის განმავლობაში, შესაბამისად, ერთადერთი პუნქტის შესრულება ევალება ოპოზიციას და ხედავთ, რომ ამასაც არ ასრულებს. ეს არის მათი დამოკიდებულება ევროპისადმი, ეს არის მათი დამოკიდებულება ღირებულებებისადმი და აქედან ძალიან კარგად ჩანს, რომ სინამდვილეში მათ ევროპა საერთოდ არ უნდათ, მათ აქვთ საპირისპირო გზა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთ ნაბიჯს მაინც გადადგამდნენ დეპოლარიზაციის მიმართულებით. იმისთვის, რომ პოლარიზაცია შემცირდეს ქვეყანაში, საჭიროა, მინიმუმ, ლექსიკონიდან ამოიღოთ ისეთი სიტყვები, როგორიც არის, მაგალითად, „პრორუსული ხელისუფლება“, „პუტინისტური ხელისუფლება“, ლექსიკონიდან ამოვიღოთ „გადატრიალება“, „რიგგარეშე არჩევნები“ და ასე შემდეგ, თუმცა, ამას არა ვერ ახერხებთ, არამედ, არ ახერხებთ, გამომდინარე იქიდან, რომ თქვენი გზა არის არა ევროპული, არამედ არის მთლიანად სხვა მიმართულებით“, – განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.

ირაკლი კობახიძე გუშინ გამართულ აქციასაც გამოეხმაურა.

გუშინდელი აქცია ვისი ორგანიზებული იყოო, აქ დაისვა კითხვა. რა თქმა უნდა, ეს იყო „ნაცმოძრაობის“ და „სირცხვილია“-ს, ანუ, მისი ახალგაზრდული ფრთის მიერ ორგანიზებული და ეს იყო ბაკურიანის გეგმის შემადგენელი ნაწილი. ეს გეგმა დაისახა ბაკურიანში და დაიწყეს მისი აღსრულება, თუმცა, ეს გეგმა არის წარუმატებლობისთვის განწირული. ძალიან მარტივი გათვლა ჰქონდათ ბაკურიანის შეკრების მონაწილეებს. მათ ჰქონდათ, რატომღაც, საზოგადოება ამით უნდა დაინტერესდეს, რომ აუცილებლად ორ ქვეყანას მიენიჭებოდა კანდიდატის სტატუსი და საქართველოს არა. ეს, საიდანღაც, წინასწარ იცოდნენ, ამას უნდა მოჰყოლოდა შემდეგ აქციები, არეულობა და ბოლო წერტილი ამ გეგმის არის ომი. ეს გეგმა ძალაშია, თუმცა, ჩვენ არავის მივცემთ, ბუნებრივია, ამ გეგმის აღსრულების საშუალებას.

რაც შეეხება შეკრების მონაწილეებს, გუშინ ამ შეკრებაზე გამოვიდა საზოგადოება, რომელსაც უნდა ევროპა. როგორც მოგეხსენებათ, ევროპა უნდა ბევრად მეტს, ვიდრე თუნდაც გუშინ იყო გამოსული. გუშინ ბევრი ადამიანი იყო გამოსული რუსთაველზე, თუმცა არის სამი მილიონი და მეტი ადამიანი საქართველოში, დამატებით, რომელიც მხარს უჭერს ევროპას. ეს არის საქართველოს მოსახლეობის 85%. გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ ეს მიზანი – ევროინტეგრაცია პირდაპირ არის დაფიქსირებული საქართველოს კონსტიტუციაში.

გასული კვირების განმავლობაში ჩვენ გვიტრიალებენ იმ მუხლს, რომელიც ჩვენ ჩავწერეთ ჩვენი ხელით კონსტიტუციაში და რომელსაც ხმა არ მისცეს ზუსტად ამ ადამიანებმა, ამ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა. ცინიზმი აქედან ჩანს და ვინ არის რეალურად, ევროპის მომხრე და ვინ არა, აქედან ჩანს კარგად.

გუშინ დიდხანს ითმინეს აქციის ორგანიზატორებმა, ისინი არ აჟღერებდნენ პოლიტიკურ გზავნილებს იმისთვის, რომ ხალხი არ დაშლილიყო, მაგრამ ბოლოს მაინც გაახმოვანეს ბაკურიანის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს შულავერის კომიტეტის გამომზეურებას და რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის წალეკვას. ეს იყო ტერმინი, რომელიც გუშინ გამოიყენა „სირცხვილია“-ს ერთ-ერთმა ლიდერმა. პირდაპირ გეტყვით, რომ სააკაშვილის და დიღმელაშვილის წასალეკი ქვეყანა ჩვენ არ გვაქვს, ქვეყნის წალეკვის მორიგი მცდელობაც იქნება წარუმატებლად დასრულებული. საქართველოში იქნება მშვიდობა, ეკონომიკური წინსვლა, რის გარეშეც ევროპაში ვერ შევალთ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

უმრავლესობის ლიდერმა ისაუბრა დეოლიგარქიზაციის საკითზეც.

დეოლიგარქიციზაცია საუბრობენ „ნაციონალები“ და „ლელო“ – ორი მთავარი რადიკალური ოპოზიციური პარტია. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ამ თემაზე არის მიღებული კანონი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ და ამ კანონის მიხედვით, ეს რომ იყოს საქართველოში მოქმედი, ორივე პარტიის ლიდერები იქნებოდნენ აღიარებული ოლიგარქებად. ესენი არიან „ლელოში“ ხაზარაძე-ჯაფარიძე და „ნაცმოძრაობაში“ – სააკაშვილი-კეზერაშვილი.

ასე რომ, ოლიგარქები მოიკითხეთ თქვენკენ და მოემზადეთ დეოლიგარქიზაციისთვის“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ვულოცავთ სრულიად საქართველოს ახალი პატრიარქის არჩევას!” – “სტრატეგია აღმაშენებელი”

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელი" მეუფე შიოს სრულიად საქართველოს პატრიარქად არჩევას...

“რომ არა უწყვეტი პროტესტი, ხალხის თავდადება და დაუღალავი ბრძოლა, დაიჭერდა თუ არა ივანიშვილი ამ...

საქართველოს პროკურატურის განცხადებით – ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და...

“ეს არის რეჟიმის მიერ გაფორმებული პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელსაც სამართალთან საერთო არაფერი აქვს” – “ოპოზიციის...

4 ოქტომბრის საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს, პოლიტიკური განცხადებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რომ არა უწყვეტი პროტესტი, ხალხის თავდადება და დაუღალავი ბრძოლა, დაიჭერდა თუ არა ივანიშვილი ამ...

საქართველოს პროკურატურის განცხადებით – ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და...

“იქნებ პასუხი გაგვცენ – ვინ გამოუწერა, ამ კრემლის ყურებს, საშვები?” – შალვა ნათელაშვილი

პატრიარქის არჩევის პროცესის დროს სამების საკათედრო ტაძარში კონკრეტული პირების...

“რელიგიურ ლიდერთა შორის, ალბათ, ყველაზე წარმოსადეგი იქნება” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას შეფასება კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის მიმართ: "შემოსვა ძალიან...

“ღია და დაუნდობელი ბრძოლა მიდის, პირადად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...