spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე: "ვინც შეეცდება არაკანონიერი გზით რევოლუცია განახორციელოს,...

კახა კალაძე: “ვინც შეეცდება არაკანონიერი გზით რევოლუცია განახორციელოს, ამას კანონის ფარგლებში რეაგირება მოჰყვება”

თბილისის მერის, კახა კალაძის შეფასებით, დღეს დაგეგმილი აქცია „შინ ევროპისკენ“ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება:

ეს აქცია არის „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია. ყველაფერს პირდაპირ უნდა დავარქვათ თავისი სახელი. ხალხი ყველაფერს ხედავს, ხალხი ყველაფერს ხვდება. თუ ვინმეს ჰქონია, რომ რაიმე პროპაგანდით საზოგადოებას შეცდომაში შეიყვანს, ძალიან ცდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება პოლარიზაციის დასრულებას, დედაქალაქის მერი ამბობს, რომ ეს ცალმხრივად ვერ მოხდება-ხელისუფლება ამისთვის მზადაა, თუმცა ოპოზიცია კვლავ აქციებს აანონსებს.

მე იმის ილუზია ნამდვილად არ მაქვს, რომ ამ ოპოზიციის პირობებში, შესაძლებელია დეპოლარიზაცია მოხდეს. ცხადია, ყველა ოპოზიციურ პარტიაზე არ მაქვს საუბარი, მაგრამ დიდი ნაწილი არის ანტისახელმწიფოებრივად განწყობილი, რომელთა მთავარი ამოცანაა, როგორ შეაფერხონ ჩვენი ქვეყანის წინსვლა და განვითარება. თუმცა ჩვენ, ხელისუფლებამ, საზოგადოებასთან ერთად, ამის შესაძლებლობა არავის უნდა მივცეთ. რა თქმა უნდა, იმ ოპოზიციურმა პარტიებმა და ზოგიერთმა ლიდერმა, ვისაც ნამდვილად აქვს ქვეყნის განვითარების სურვილი, ხელისუფლებასთან ერთად ყველაფერი უნდა გააკეთონ დეპოლარიზაციისთვის.

ქვეყნის წარმატება მხოლოდ ხელისუფლებაზე არ არის დამოკიდებული. პოლარიზაციის დასრულება ცალმხრივად ვერ მოხდება. ხელისუფლება მზად არის, რომ დაასრულოს პოლარიზაცია, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი და ოპოზიციის მხრიდანაც უნდა გადაიდგეს ნაბიჯები. თუმცა ჩვენ ვხედავთ მათ განცხადებებს, დაანონსებულ აქციებს ხელისუფლების დასამხობად, მაგრამ არავის არაფერი გამოუვა. ხელისუფლების ცვლილებები ქვეყანაში მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით მოხდება. ვინც შეეცდება არაკანონიერი გზით რევოლუცია განახორციელოს, ამას კანონის ფარგლებში რეაგირება მოჰყვება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გუშინ დენის მასშტაბურმა გათიშვამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა ერთი უმნიშვნელოვანესი რეალობა…” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ეკონომისტი რომან გოცირიძე საქართველოში ელექტროენერგიის მასშტაბურ...

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...

“ბოთლიდან ბნელი 90-იანების უსასტიკესი ჯინის ამოშვებას თუ ცდილობთ, მეხსიერება არ გივარგათ…” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ჩემი ტყვეობის მეხუთე წლისთავისთვის საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირონიული შეფასება-მინიშნებები: "ჩემი ტყვეობის მეხუთე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება” –...

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმრების სიაში...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...