პარასკევი, აპრილი 26, 2024

“მიხეილ სააკაშვილის ძირითადი დიაგნოზი არის, შიმშილობით გამოწვეული სხვადასხვა ფუნქციებისა და ორგანოების დაზიანება” – ოთარ თოიძე

ნევროლოგი ოთარ თოიძე კომენტარს აკეთებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ ახალმა გამოკვლევებმა ნათელი შეიტანა ზოგიერთი, მანამდე გაუგებარი სინდრომის წარმოშობაში:

,,ძირითადი სამუშაო ექსპერტიზა შესრულებულია. დიაგნოზები ეტაპების მიხედვით ცნობილია. ძირითადი დიაგნოზი მისი არის, შიმშილობით გამოწვეული სხვადასხვა ფუნქციებისა და ორგანოების დაზიანება. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ტვინის დაზიანება.

ტვინის დაზიანების პროცესის შეჩერება შესაძლებელი იყო ადრეულ ეტაპებზევე. ეს გათვალისწინებულ არ იქნა სამედიცინო პერსონალის მიერ.

მთელი რიგი დანიშნულებებისა და გამოკვლევებისა, რომლებიც დანიშნული იყო, შეგახსნებთ, ლაპარაკი იყო მაგნიტორეზონანსულ ტომოგრაფიაზე – არ გაკეთდა, გაკეთდა თითქმის 6 თვის დაგვიანებით.

ამ ახალმა გამოკვლევებმა ნათელი შეიტანა ზოგიერთი მანამდე ჩვენთვის გაუგებარი სინდრომის წარმოშობაში. კერძოდ, ნანახი იქნა დაზიანება ზურგის ტვინის დონეზე. ეს იყო ბიოგრაფიული კვლევა, რომელიც დადასტურდა მაგიტორეზონანსული ტომოგრაფიით. ნანახი იქნა ცვლილებები თავის ტვინში – მორფოლოგიური, რომლითაც შესაძლებელია აიხსნას მისი სიმპტომების დაზიანება“, – განაცხადა ოთარ თოიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული