შაბათი, მაისი 10, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიადამიანის უფლებებიგურიის პოლიციის თანამშრომლებმა ოზურგეთში ახალშობილი გადაარჩინეს

გურიის პოლიციის თანამშრომლებმა ოზურგეთში ახალშობილი გადაარჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარე წლის 16 აგვისტოს, გამთენიისას, ოზურგეთის საავადმყოფოდან შევიდა შეტყობინება, რომ სამედიცინო დაწესებულებაში მიიყვანეს მშობიარობის შემდგომი გართულებებით ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ჩვილი თან არ ჰყავდა.

ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიულად დაადგინეს ახალგაზრდა ქალის საცხოვრებელი ადგილი და დაუყოვნებლივ გავიდნენ აღნიშნულ მისამართზე. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ჩვილი თხილის ბაღში მიტოვებული იპოვეს.

ახალშობილი სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობაში იმყოფებოდა. პოლიციელებმა დაუყოვნებლივ სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. ვიდრე მედიკოსები მივიდოდნენ, სამართალდამცველებმა პატარას თავად აღმოუჩინეს პირველადი დახმარება. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მოსვლამდე, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკმა არსენ ახალკაცმა კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ჩვილი ჩაიხუტა და საკუთარი სხეულის ტემპერატურით უნარჩუნებდა სიცოცხლეს.

სასწრაფო დახმარების ბრიგადის თანამშრომლებმა ჩვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამჟამად მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...