spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მოკლედ, ნ*რევას უნდა მოვრჩეთ" - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

“მოკლედ, ნ*რევას უნდა მოვრჩეთ” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ქვეყანაში შექმნილი რეალობიდან გამომდინარე საზოგადოებას მწვავე, კატეგორიული შეფასებებით მიმართავს და პარალელურად 11 კონკრეტული საკითხის გააზრებას სთავაზობს:

რაღაცეებზე უნდა შევთანხმდეთ თუ მოგება, ქვეყნის გადარჩენა, უკეთესი მომავალი, რაც გინდა ის დაარქვით გვინდა:

1. ეს რაც გვჭირს შემთხვევითობა არ არის. კონკრეტული შემოქმედი ჰყავს. მნიშვნელობა არ აქვს იმის გჯერა რომ ბიძინას კრემლიდან მართავენ თუ იმის გჯერა რომ გაცხადებულმა “დაბალანსების პოლიტიკამ” მიგვიყვანა აქამდე. შედეგი რაც დადგა, სახეზეა;

2. არაფრის შემცვლელი ესენი არ არიან. ზღაპარია ეგ. დეოლიგარქიზაცია ნიშნავს ბიძინაზე უარის თქმას. ამის ამათ არც თავი აქვთ და არც სურვილი. ვითომ ბიძინა არაფერ შუაშიას კი არავინ აღარ ჭამს დასავლეთში. დღევანდელმა გადაწყვეტილებამ ეგ თქვა;

3. ყველაფერი იქნება იმაზე უარესად ვიდრე არის. გარდაუვალია ეს;

4. არანაირი ნატო და ევროპა არ იქნება სანამ დასავლეთი არ დაინახავს რომ ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეებს შეგვწევს უნარი მშვიდობიანად, ცივილიზებულად შევცვალოთ ეს ხელისუფლება. კონკრეტული ტესტი გვაქვს ჩასაბარებელი;

5. წუწუნს აზრი არ აქვს. “ვაიმე, ბევრი ფული აქვს“, “ვაიმე ყველაფერი მის ხელშია“, “ვაიმე, იჭერს ხალხს“, “ვაიმე, ფული არ გვაქვს“, “ვაიმე, ის“, “ვაიმე, ეს” – არავის აინტერესებს. ან ვაჩვენებთ რომ შეგვიძლია ან არ ვყოფილვართ მზად. 3 წლის წინ, 10 წლის წინ, 15 წლის წინ და მე-12 საუკუნეში რას ვაკეთებდით, რა პოზიციები გვქონდა, რა ღვაწლი გვაქვს და ა.შ. – მაგისთვის პენსიას დღეს არავინ დაგვინიშნავს;

6. “ახლა გაბრაზებული ვართ და სანამ მუხტია რამე ვქნათ” მიდგომა არ მუშაობს. ბევრჯერ ვცადეთ. იმუნიტეტი აქვს ამაზე სისტემას. მეტიც, სხვა თემებზე ჩაჯმა გადავიტანეთ, წვალებით და დანაკარგებით, მაგრამ მაინც. ამ თემაზე ჩაჯმა ძვირი დაგვიჯდება, ძალიან;

7. იქით მხარეს არის ერთიანი, გამართული, ბევრი რესურსის, ბევრი ბერკეტის, ბევრი სვლების მქონე სისტემა უაღრესად ეფექტური საკომუნიკაციო არხებით და ერთი მიზნით – ძალაუფლების შენარჩუნება ნებისმიერ ფასად. აქეთ მხარეს გვაქვს ყველაფერი ამის საპირისპირო;

8. აქეთ მხარე გვაქვს დასალაგებელი;

9. ამას ელოდება ყველა, შიგნითაც და გარეთაც, ვისაც გულწრფელად კარგი უნდა ამ ქვეყნისთვის;

10. დაუმარცხებელი არავინაა;

11. ჩვენს მეტი გამკეთებელი არავინაა
მოკლედ, ნ*რევას უნდა მოვრჩეთ“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზურან გირჩი ჯაფარიძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მინდა იცოდეთ რომ ყველანი ძალიან მიყვარხართ და ყველას ძალიან გაფასებთ” – გიორგი (გოგა) ჩახუნაშვილი

ცნობილი პედიატრის, აკადემიკოს გიორგი (გოგა) ჩახუნაშვილის ემოციური წერილი საპატიმროდან: "ჩემო...

“კრიმინალი ქუჩაში თავისუფლად თარეშობს და წერა-კითხვის გამართულად მცოდნე თუ კიდევ ვინმე დარჩა ქვეყანაში, ციხეებში...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა ქვეყანაში არსებულ რეალობას მძიმე შეფასებებს აძლევს: "ნოდარ...

“თბილისის სააპელაციო სასამართლომ საკუთარი გადაწყვეტილება ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში დაგვიმალა” – ტელე-რადიო კომპანია...

ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთი“ განცხადებას ავრცელებს თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან მიმართებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება” –...

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმრების სიაში...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...