spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"იქნებ, ახლა მაინც გააცნობიეროს პოლიტიკურმა კლასმა, რომ სააკაშვილის...

“იქნებ, ახლა მაინც გააცნობიეროს პოლიტიკურმა კლასმა, რომ სააკაშვილის “ნაციონალური მოძრაობა” არის საქართველოს მუხრუჭი” – ბონდო მძინარაშვილი

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი ევროკომისიის გადაწყვეტილებას ეხმაურება, ბრალდებების ისარი “ნაციონალური მოძრაობის” მისამართით გადააქვს, ამასტან მიმართავს მედიას და კონკრეტული საფრთხის თაობაზე საუბრობს:

ევროკომისიის თქმა რად გინდოდათ, უკვე წლებია, პოლიტიკური პოლარიზაციის დამანგრეველ შედეგებზე ვლაპარაკობ და კონკრეტულ მიზეზებსაც ვასახელებ, – კონკრეტული ფაქტებით, მშვიდადაც, ჩხუბითაც!

უპირველესად, ეს არის ნაცსექტის ჯიუტი მცდელობა, კვლავ ხელში ჩაიგდოს ძალაუფლება!

იქნებ, ახლა მაინც გააცნობიეროს პოლიტიკურმა კლასმა, რომ სააკაშვილის “ნაციონალური მოძრაობა” არის საქართველოს მუხრუჭი და ამ ვითომ პარტნიორ პოლიტიკურ ძალებსაც ჭაობში ითრევს, – პოლარიზაციის და დესტაბილიზაციის ჭაობში!

საქართველოში პოლიტიკური ველის განაღმვა უნდა იყოს უპირველესი ამოცანა და ამ პროცესში უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება მედიას!

აუცილებელია ტემპერატურის დაწევა! სხვა გზა არ არსებობს მდგომარეობის გაჯანსაღებისთვის!

ამიტომ, რაკი ვაცნობიერებ ამ პროცესში პირადად ჩემი, როგორც ერთი მოქალაქის და ჟურნალისტის პასუხისმგებლობას და ევროკომისიის დათქმასაც ვასრულებ, საჯაროდ ვაცხადებ: ე. წ. ცხელ-ცხელ შოებში მონაწილეობას აღარ ვაპირებ!

ჟურნალისტებსაც მივმართავ: თქვენც დაუწიეთ ფითილს, რადგან სავსებით რეალურია საფრთხე, რომ ამდენმა ცეცხლმა ქვეყანა მიიწვას და ყველა ერთად ამოვიბუგოთ!

ვისაც ჩემი აზრი გაინტერესებთ, მიმიწვიეთ და მოგახსენებთ, რა არის საჭირო პოლარიზაციის დასაძლევად და ქვეყნის განვითარებისთვის!

მშვიდად მოგახსენებთ!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ბონდო მძინარაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“როცა ომში მყოფ ქვეყანაზე, ანუ რუსეთზე ააწყვეთ მთელი გეგმები ქოცებო, ეკონომიკაც მაგათ მიაბით და...

"პროპაგანდამ კახეთში რუსი ქალისთვის მუშტის შემორტყმას დააბრალა 90 000...

“თუ მართლა ებრძვი ოკუპაციას, წადი ოკუპაციის ადგილთან, იქ აფრიალე დროშები და იქ იბღავლე “არა...

თბილისში გამართულ მორიგ "შაბათის მარშს" მძიმე შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი...

“თბილისის სააპელაციო სასამართლომ საკუთარი გადაწყვეტილება ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში დაგვიმალა” – ტელე-რადიო კომპანია...

ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთი“ განცხადებას ავრცელებს თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან მიმართებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება” –...

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმრების სიაში...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...