spot_img
მთავარირეგიონის ამბებიაჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

ულამაზესი „ზაფხულის ფესტივალი“-თ გაიხსნა აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი, რომელსაც უამრავი ბათუმელი და ქალაქის სტუმარი დაესწრო. ანბანის კოშკთან საზაფხულო დეკორაციებით გაფორმებულ საფესტივალე ტერიტორიაზე სტუმრების განწყობაზე მოწვეული და ადგილობრივი ბენდები ზრუნავდნენ. გალაკონცერტში მონაწილეობას ისეთი პოპულარული ბენდები ღებულობდნენ, როგორებიცაა „მგზავრები“, „თამადა“, KILLAGES, „ასეა სულ“, See Side და BSU Techno Band Offside. ფესტივალის მუსიკალური პროგრამა 20:00 საათზე დაიწყო და ღამის 3 საათამდე DJ გაბუნიას, DJ გურულისა და DJ ჩიკის პროგრამით დასრულდა. დღის განმავლობაში საზაფხულო თეატრსა და ზღვის სანაპიროზე ფრანების შოუ და სხვადასხვა მუსიკალურ-გასართობი ღონისძიება მიმდინარეობდა.

უამრავი სიახლით ხვდება ზაფხულს აჭარა, სადაც ტურისტებს საზღვაო ტურისტულ პროდუქტებთან ერთად მთაში მრავალფეროვანი ტურისტული მარშრუტები, პროდუქტები და სერვისები ელოდებათ. მათ შორისაა კაპნისთავი და უჩხო კანიონები, სადაც თავგადასავლების მოყვარულებს კასკადოვან ჩანჩქერებზე თოკებით დაშვება შეუძლიათ. ასევე ფუნქციონირებს საპიკნიკე ზონები და ტურისტული თავშესაფრები ჯვარიმინდორზე, ჩირუხში, კაპნისთავსა და სოფელ შუამთაში, 6 კილომეტრიანი ექსტრემალური ველომარშრუტი ქედა-შუახევში და 20-მდე სხვადასხვა შინაარსის ტურისტული ბილიკი მთიან აჭარაში.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

20-21 ივნისს ბათუმში “ზაფხულის ფესტივალი” ჩატარდება

20-21 ივნისს, ბათუმში ზაფხულის ტურისტული სეზონი „ზაფხულის ფესტივალით“ ოფიციალურად...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“ნარკომანიის და კრიმინალის ზეობის ხანაში სააკაშვილის ნულოვან ტოლერანტობაზე ვინც ღელავდით, ახლა ნახეთ კობახიძის ნულოვანი...

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ შედარება-მინიშნებებს აკეთებს,...

“მეტი ემპათია თუ არა ჭკუა მაინც არ გაქვთ, რომ საკუთარ მომავალზე იფიქროთ? სად წავა...

ადვოკატ შოთა თუთბერიძის მიერ მისი დაცვის ქვეყ მყოფი “კოალიცია...

“უნდა გჯეროდეს, რომ ძალისხმევა შედეგს აუცილებლად გამოიღებს” – თეონა ჭალიძე

ოპოზიციონერი სახალხო პოლიტიკოსი, თეონა ჭალიძე სოციალურ ქსელში თავისი პოლიტიკური...

“ქართული ოცნების” ხელში პოლიციელი გმირი კი არა, ჩვეულებრივი სადისტია” – გია ჯაფარიძე

ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ჯაფარიძე მწვავე, მძიმე შეფასებებს აკეთებს...