spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს იყო საქართველოს სახელმწიფოს და ომის საშიშროების წინაშე...

“ეს იყო საქართველოს სახელმწიფოს და ომის საშიშროების წინაშე მდგარი ხელისუფლების მტერი!” – ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილზე

პარლამენტის 2 მოწვევის დეპუტატი ხათუნა ხოფერია მწვავე, მძიმე შეფასებებს აკეთებს საქართველოს პრეზიდენტთან მიმართებაში:

ორჯერ მოვუსმინე პ-რეზიდენტს…

იშვიათად გამიგონია პოლიტიკურ ტექსტში ასეთი ღვარძლი, გაბოროტება, დაუნდობლობა და ფაქტების უტრირება.

ეს არ იყო საქართველოს პრეზიდენტის ბრიფინგი!!!

ეს იყო საქართველოს სახელმწიფოს და ომის საშიშროების წინაშე მდგარი ხელისუფლების მტერი!

ვუსმენდი და თვალწინ მედგა “შაკალი”, რომელიც სისხლის სუნზე სათქვლეფად მიიზლაზნება… თან ეშინია, ვაი თუ ცოცხალი იყოსო.

თვალწინ მედგა მშიშარა დაქირავებული მკვლელი, რომელსაც სხვა გზა, გარდა მიპარვით ზურგში დანის ჩარტყმისა არა აქვს… თან კი ხელი უკანკალებს, ვინიცობაა და მსხვერპლი შემოუბრუნდეს.

მოკლედ, საზიზღრობა იყო მართლაც და პ-რეზიდენტის დღევანდელი ბოდვა. ყველაზე მეტად კი იმან გამაღიზიანა, ეს ქალი ხალხის სახელით რომ მანიპულირებდა.

P.S. დღეს გავრცელდა ინტერვიუ ერთ-ერთ ევროპარლამენტართან (მაპატიეთ, სახელი არ მახსოვს), რომელმაც მხარი არ დაუჭირა რეზოლუციას იმის გამო, რომ მასში სხდომის დაწყების წინ მოხდა ივანიშვილის სანქციის პუნქტის ჩამატება. ასე რომ, ქალბატონო სალომე, თქვენი ბოდვა იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლებამ სათანადოდ არ იმუშავა, ისეთივე აბსურდია, როფორც ყველა სხვა თქვენი “პატრიოტული” სენტიმენტი…

ტყუილი, ტყუილი და პაპიროსი პირში“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ხათუნა ხოფერია.

ინფორმაციისთვის: საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე მწვავე კრიტიკული შეფასებები გააკეთა, განსაკუთრებით მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” მისამართით.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

“ეს ის შემთხვევაა, როდესაც ქართული ღირებულებების დაცვის სახელით, კუნთმაგარი და ჭკუათხელი ადამიანები ზუსტადაც რომ...

კულტურის, ეროვნული იდენტობის დაცვის მიზნით დაანონსებულ ახალი მოძრაობის შექმნას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება” –...

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმრების სიაში...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...