spot_img
მთავარირეგიონის ამბები15 ივნისს ბათუმი ზაფხულის ფესტივალს უმასპინძლებს

15 ივნისს ბათუმი ზაფხულის ფესტივალს უმასპინძლებს

აჭარაში ზაფხულის საზღვაო ტურისტული სეზონი ოფიციალურად 15 ივნისს ‘ზაფხულის ფესტივალი“-თ გაიხსნება. ყველაზე ფერადი და საინტერესო ფესტივალი უცვლელი სლოგანით „ზაფხული იწყება აქ“ წელს ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება. ფესტივალის მუსიკალურ პროგრამაზე, რომელიც ანბანის კოშკთან 18:00 საათზე დაიწყება, ქართველი შემსრულებლები, ბენდები და დიჯეები იზრუნებენ. მათ შორის იქნებიან ადგილობრივი და მოწვეული ბენდები „მგზავრები“, „თამადა“, KILLAGES, „ასეა სულ“, See Side და Techno Band Offside. მთელი დღის განმავლობაში ანბანის კოშკთან დაუკრავს DJ გაბუნია, DJ გურული და  DJ ჩიკი.

 

ფესტივალზე იფუნქციონირებს ღია კაფე-ბარები, სადაც სასმელების, ნაყინის, ხილის და კერძების შეკვეთა იქნება შესაძლებელი. ზღვის სანაპიროზე გაიმართება ფრანების შოუ, 14:00 საათიდან კი ბულვარის კოლონადებთან სტუმრებისთვის მრავალფეროვანი სპორტულ-გასართობი აქტივობებია დაგეგმილი: დრამების შოუ, პანტომიმა, ავიაშოუ, საბავშვო აქტივობები, სპორტული ცეკვები და სხვა გასართობი ღონისძიებები, ყველა ასაკისა და კატეგორიის სტუმარზე იქნება გათვლილი.

ფესტივალი  12:00 საათზე დაიწყება და 03:00 საათზე გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება. „ზაფხულის ფესტივალი“ რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ბათუმის მერიისა და ბულვარის ადმინისტრაციის   ორგანიზებით იმართება.

 

12:00-18:00 – ფრანების შოუ ბათუმის სანაპიროზე

  • DJ გაბუნია ანბანის კოშკთან

13:0015:00 მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის  ავია შოუ ანბანის კოშკთან

14:0017:00  ბულვარის კოლონადებთან:

  • ხალხური ხელოვნების სკოლა-ქორეოგრაფიული და ვოკალური ნომრებით;
  • საბალეტო სკოლა;
  • ლაღიძის გოგონათა გუნდი;
  • სპორტული ცეკვები.

17:00 -18:00 ჯაზ-ბიგბენდის კონცერტი საზაფხულო თეატრში

18:00 – 21:00 – ღონისძიების გახსნა – ბენდები ანბანის კოშკთან

  • TECHNO BAND OFFSIDE
  • ასეა სულ
  • See Side

21:00 – 00:00 – გალა კონცერტი

  • მგზავრები
  • KILLAGES
  • თამადა

23:00  – ფოიერვერკი

00:00 – 03:00  ღამის პროგრამა:

  • DJ გურული
  • DJ ჩიკი

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ივანიშვილის კრიმინალურმა სინდიკატმა ფეხზე დაიკიდა ტურიზმი და მთელია აქცენტი გააკეთა რუსების და სხვა უცხოელებისთვის...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ტურიზმის სექტორში შექმნილ სიტუაციას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...