კვირა, ივლისი 20, 2025
29.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს არ იყო კრიტიკა, ეს იყო შეტევა საქართველოზე,...

“ეს არ იყო კრიტიკა, ეს იყო შეტევა საქართველოზე, საქართველოს ხელისუფლებაზე” – მამუკა მდინარაძე ევროპარლამენტების პოზიციებზე

პარლამენტის ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მწვავე კომენტარს აკეთებს ევროპარლამენტში გამართულ დებატებთან მიმართებაში და ევროპარლამენტარების კრიტიკულ შეფასებებზე საქართველოში მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით:

,,ეს არ იყო კრიტიკა, ეს იყო შეტევა საქართველოზე, საქართველოს ხელისუფლებაზე. ძალიან სამწუხაროა, რომ ლობირება ამ დებატების გახსნისა მოხდა მაინც და მაინც ახლა, როცა ყველაზე ნაკლებად სასურველი იყო ამ ქვეყნისათვის. მაინც და მაინც ახლა წამოვიდა ეს შეტევა საქართველოზე, როდესაც რამდენიმე დღეში გადაწყვეტილებას ველოდებით.

ეს არის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ანსამბლეის აპრილის ბოლოს მიღებული რეზოლუცია, თვენახევარიც არ არის გასული. რეზოლუციაში, სადაც საუბარია საქართველოს მიერ ნაკისრი მოვალეობების და ვალდებულებების შესრულებაზე. წერია, რომ საქართველოში მედია გარემო არის კარგი – გამოხატვისა და მედიის თავისუფლება ზოგადად არის კარგად დაცული. მიესალმება ანსამბლეა მიღწეულ პროგრესს მედია გარემოს გაძლიერების კუთხით – წარმოიდგინეთ! განსაკუთრებით მედია ბაზარზე შესვლის ბარიერების შემცირებას, რაც მნიშვნელოვანი პირობაა მრავალფეროვანი მედია გარემოსათვის.

როდესაც 1 თვის წინ ასეთი ცალსახად პოზიტიური დასკვნა გამოდის ევროპის მხრიდან, ამ 1 თვის განმავლობაში საქართველოში რა მოხდა ისეთი, რომელმაც აბსოლუტურად შეცვალა დამოკიდებულება?! რა მოხდა ისეთი, რომელმაც შექმნა რაღაც არმაგედონის ფონი?!

სინამდვილეში შეიცვალა ერთადერთი რამ – გაჩნდა ინტერესი, რომ საქართველოს შეექმნას ხელოვნური ბარიერები იმ პროცესთან დაკავშირებით, რაც ახლა მიდის. რა დროს ამ რეზოლუციის პროექტის და რა დროს ამ დებატების დარეგისტრირება იყო?!

ეს არის პირდაპირ ვთქვათ, მავნებლობა იმ პროცესის მიმართ, რომელსაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესი ჰქვია. ამ დაბრკოლებებს ქმნიან ქვეყნის გარედან ,,ნაცმოძრაობის“ მეგობრები და დავალების მიმცემები“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მოვუწოდებ ჩვენს ემიგრანტებს, მონაწილეობა მიიღონ ამ კონფერენციაში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმიანება 2025 წლის 25...

“რუსულ სპეც-ოპერაციაში მონაწილეობას არ ვიღებთ” – ლაშა ფარულავა

„რა თქმა უნდა, რუსულ სპეც-ოპერაციაში მონაწილეობას არ ვიღებთ. ეს...

“უზრდელობებს ვერ ვიტყვი, ჯარიმაა მაგაზე და თქვენ თვითონ მიხვდებით რა სიტყვა უხდებათ ახლა ამათ...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი "ქართული ოცნების" აღმასრულებელი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს კაცი მიხეილ სააკაშვილის “ვივამედიდან” ციხეში გადაყვანას რომ მოითხოვდა, ხომ გახსოვთ?!” – ეკა ხერხეულიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე კონკრეტული ფაქტების...

“ივანიშვილი გამწარებულია კობახიძე-მდინარაძის დუეტზე და პასუხს სთხოვს!” – ლევან ხაბეიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი "ქართული ოცნების"...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...