შაბათი, ივლისი 5, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდაპირისპირება"ქართული ოცნება" ჩემზე ფიზიკურ თავდასხმას გეგმავს - გიორგი...

“ქართული ოცნება” ჩემზე ფიზიკურ თავდასხმას გეგმავს – გიორგი ვაშაძე

საქართველოს პარლამენტის წევრი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ინფორმაციას ავრცელებს იმასთან დაკავშირებით, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლები ოპოზიციონერ ლიდერზე ფიზიკურ თავდასხმას გეგმავენ:

,,ჩემი ინფორმაციით, ახლა მომაწოდა წყარომ ინფორმაცია, რომ ,,ქართული ოცნება“ გეგმავს ჩემზე ფიზიკურ თავდასხმას. მათ შორის, არ ვიცი ეს სხდომათა დარბაზში გეგმავენ თუ გარეთ. ამის ნიშნები იყო გუშინ განცხადებების შემდეგ.

ზუსტი ინფორმაცია მაქვს, რომ ისინი აპირებენ ჩემს მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას. დაავალეს საკუთარ ფრაქციაში იმ, ასე ვთქვათ, მოჭიდავე თუ გაუგებარ დეპუტატებს, რომელთა სახელი და გვარი არავინ არ იცის, რომ რამენაირად პროვოკაცია მოაწყონ ამასთან მიმართებაში.

მე კიდევ ერთხელ მივმართავ ,,ქართულ ოცნებას“, რომ თქვენ პასუხი არ გაქვთ იმ საკითხებზე, რასაც ჩვენ ვსვამთ. აქედან გამომდინარე, გინდათ, რომ გადახვიდეთ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე.

ჩვენ უკან არ დავიხევთ! ქართულ საზოგადოებას თქვენს რეალურ, ნამდვილ სახეს აუცილებლად ვაჩვენებთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“უცხოური ფული იხარჯება იმაში, რომ მოხდეს სახელმწიფო გადატრიალება და ხელისუფლების დამხობა” – კახა კალაძე:

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გუშინდელ საპროტესტო აქციაზე ისმოდა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“ივანიშვილზე ეს კანონი არ ვრცელდება. ხოდა, მიეძალეთ ბ–ნ ბიძინას და მის კარგებს/კეთილებს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, სახელმწიფო პოლიტიკური პირის,...