შაბათი, მაისი 10, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისაქართველოს პარლამენტისაქართველოს პარლამენტის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის და სახელმწიფო აუდიტის...

საქართველოს პარლამენტის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2023 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა

პარლამენტმა საქართველოს პარლამენტის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. საკითხი საპარლამენტო სესიაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ წარადგინა.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, მომავალ წელს საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტი 60 მილიონ 906 ათასს ლარს შეადგენს.

2023 წელს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაფინანსება განსაზღვრულია 34 მლნ 748 ათასი ლარის, ხოლო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2023 წლის ბიუჯეტი – 19 მლნ 334,9 ათასი ლარის ოდენობით“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან.

აღნიშნული საკითხი სესიამდე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა. შეგახსენებთ, რომ პარლამენტი განიხილავს და დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მომდევნო წლის ბიუჯეტს და წარუდგენს საქართველოს მთავრობას 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში გასათვალისწინებლად.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...