ხუთშაბათი, ივნისი 26, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მე არანაირი საფუძველი არ მაქვს იმის, რომ კუბილიუსის...

“მე არანაირი საფუძველი არ მაქვს იმის, რომ კუბილიუსის განცხადებების უკან დგას რაიმე პოლიტიკური მიზანი, გარდა საქართველოს ინტერესების დაცვისა” – პაატა მანჯგალაძე

საქართველოს პარლამენტის წევრი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე პოლიტიკური შეფასებას ახდენს ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსის განცხადებასთან დაკავშირებით:

,,ნებისმიერი ეჭვი, რომელიც თავისუფალ სასამართლოსთან და პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით არსებობს, რა თქმა უნდა, არის ევროპაში ინტეგრაციის პროცესის დამაბრკოლებელი გარემოება.

მე რაც ვიცი კუბილიუსთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ ის არის საქართველოს ნამდვილი მეგობარი, საქართველოს გულშემატკივარი. ის არის ეროვნული მოძრაობიდან მოსული ადამიანი. იყო პრემიერ-მინისტრი ბალტიისპირეთის ერთ-ერთი ქვეყნის. კარგად იცნობს ჩვენს შიდა სამზარეულოს.

შესაბამისად, მე არანაირი საფუძველი არ მაქვს იმის, რომ კუბილიუსის განცხადებების უკან დგას რაიმე პოლიტიკური მიზანი, გარდა საქართველოს ინტერესების დაცვისა“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ინფორმაციისთვის – საქართველოსთან მიმართებაში ევროპარლამენტარებმა ანდრიუს კუბილიუსმა და რასა იუკნევიჩიენემ ერთობლივი წერილი/განცხადება გაავრცელეს საქართველოსთან მიმართებაში: “ოლიგარქიზაცია და, საბოლოოდ, პოლარიზაცია საქართველოში ძლიერ კონცენტრირებული რჩება ერთი პირის ხელში, რომელიც არ არის ანგარიშვალდებული ხალხის წინაშე, დემოკრატიული არჩევნების საფუძველზე. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი კი ციხეშია.

ყველას კარგად გემახსოვრებათ, როგორი ზეგავლენა იქონია უკრაინის ევროკავშირთან დაახლოებაზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოს დაპატიმრებამ, რითაც შესაძლებელია გამოსავალზე დასკვნის გამოტანა.

დასანანია, რომ საქართველოს პოლიტიკური დაპირისპირებისა და პროევროპულ დღის წესრიგზე გადასაყვანად ევროკავშირის უმაღლესი დონის ძალისხმევა – “შარლ მიშელის შეთანხმება”, დღემდე არ სრულდება.

მეტიც, ევროკომისია როგორც კი შეუდგა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობაზე რეკომენდაციებზე მუშაობას, მთავრობისადმი კრიტიკული მედიასაშუალების მფლობელის მიმართ გამოტანილ იქნა განაჩენი, რითაც საქართველოს სურათს კიდევ ერთი შავი ლაქა დაემატა“, – აცხადებენ კუბილიუსი და იუკნევიჩიენე.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სოლიდარობას და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ნინო დათაშვილს, გამბედავ და სამართლიანობისთვის მებრძოლ მასწავლებელს” – გიორგი...

სოციალურ ქსელში მწვავე პოლიტიკური შეფასებებით ეხმაურება მასწავლებლის, ნინო დათაშვილის...

“ზურაბ ჯაფარიძის პატიმრობა არის ივანიშვილის შურისძიება თავისუფლებაზე” – გიორგი ვაშაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ, საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის...

“ამ ქოცებში, თუნდაც მის “განათლებულ” ნაწილში, ნუთუ ერთი ღირსეული, თუ არა ადეკვატური არსება არ...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრების...

“ეს არ არის პროცესი ოპოზიციის წინააღმდეგ, ეს არის პროცესი საქართველოს წინააღმდეგ” – პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

პაატა მანჯგალაძე: “ჩვენი ამოცანაა ერთობა, წინააღმდეგობა და ბრძოლა”

და კონკრეტულ მოთხოვნებს უყენებს ხელისუფლებას და ოპოზიციურ პარტიებს, საზოგადოებას...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“განსაკუთრებით ვამაყობ ჩემი ნიკუშათი, გარდა იმისა, რომ ბევრ რამეში გაჭრილი ვაშლივით მგავს, კიდევ უფრო...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თინა ბოკუჩავას, პეტრე ცისკარიშვილის...