შაბათი, ივლისი 5, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდაპირისპირება"არ ხართ თქვენ ჩვენი არჩეული! არ გაქვთ თქვენ...

“არ ხართ თქვენ ჩვენი არჩეული! არ გაქვთ თქვენ პრეზიდენტისთვის ასე რიგად საჭირო ავტორიტეტი” – ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილზე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება და მწვავე შეფასებებს აძლევს მას:

ქალბატონო სალომე! ზედმეტი აქტიურობა გამოგდით.

გვესმის, რომ დავალება გაქვთ შესასრულებელი, ისიც ვიცით, რომ ვალდებულებები მოგყვებათ წარსული ცხოვრებიდან, მაგრამ ეს არ გაძლევთ უფლებას ისაუბროთ ქართველი ხალხის სახელით.

არ ხართ თქვენ ჩვენი არჩეული! არ გაქვთ თქვენ პრეზიდენტისთვის ასე რიგად საჭირო ავტორიტეტი. არც ნდობას იმსახურებთ, არც პატივისცემას. და საერთოდ, ხართ თუ არა ისიც არავის აინტერესებს.

ხომ გქვიათ პრეზიდენტი, იღებთ ხელფასს, განისვენებთ რეზიდენციაში. შეირგეთ რა… დაოკდით…

რას ამტკიცებთ, რომ ლჯბტ ფესტივალის ჩატარება არის ჩვენი მოსახლეობის 80%-ის ევროპული არჩევანი?
ანუ, ლჯბტ+ პრაიდი და ფესტივალია ევროპელობა?
და ამის თქმა საქართველოს მოსახლეობისთვის, 80% ქრისტიანისთვის, ჩვენი მუსლიმი ქართველებისთვის და აზერბაიჯანელებისთვის, ჩვენი გრიგორიანელი ქართველი და სომეხი ძმებისთვის კარგი რამ გგონიათ?…

სულ ეგ არის თქვენი ნახევარსაუკონოვანი დიპლომატია და ევროპული პოლიტიკური სტაჟი?…)))))

სირცხვილია!… და მართლა დაოკება სჯობს!

P. S.
ახლა, არ ვაპირებ გავიხსენო თქვენი კრავის დუმილი უამრავ, ჩვენი ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხზე.

ერთს კი ვიტყვი.
ასეთი აღტყინებით რომ გაგეპროტესტებინათ თუნდაც ის, როდესაც სამარცხვინო და კურდღლები გვიწოდეს (სხვა მრავალ შეურაცხმყოფელ ეპითეტებთან ერთად), იქნებ, ჩალის ფასი მაინც მისცემოდა თქვენ დღევანდელ განცხადებას“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ხათუნა ხოფერია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენ ვართ კავკასიელები და უნდა ვიდგეთ იქ, სადაც დგას კავკასია” – მიხეილ სააკაშვილი

რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებზე საუბრობს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ...

“ჩვენ ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ დააკნინოს საქართველოში პოლიცია” – ირაკლი კობახიძე

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე, ქვეყანაში პოლიციის, ძალოვანი სტრუქტურების როლს...

“მკაფიო ზღვარი გავავლოთ – რა არის არჩევნები და რა არის სპეცოპერაცია” – გია ბარამიძე

“ნაციონალურმა მოძრაობამ” და საქართველოში მოქმედმა პროდასავლურმა პარტიებმა ერთობლივად განაცხადეს,...

“სინამდვილეში პუტინს და ივანიშვილს გეოპოლიტიკური კატასტროფა დაემართათ” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალურ დირექტორს, ნინო ჯანგირაშვილს მიაჩნია, რომ პუტინის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“მარიამ ლაშხს რა აძინებს მშვიდად, რაც მას წყევლა და გინება მიუვიდა!” – ელისო კილაძე

დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ 12-12 დღიანი პატიმრობა...