ხუთშაბათი, ივნისი 19, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიირაკლი კოვზანაძე: "საბჭოს წევრობა არ არის პენსიაზე გასვლა...

ირაკლი კოვზანაძე: “საბჭოს წევრობა არ არის პენსიაზე გასვლა და მხოლოდ მაღალანაზღაურებადი პენსია”

ეროვნული ბანკის საბჭო უნდა გახდეს კიდევ უფრო ქმედითი და აიღოს მეტი პასუხისმგებლობა მაკროეკონომიკური, მონეტარული და ფინანსური სექტორის სტაბილურობის მიმართულებით. საბჭოს წევრობა არ არის პენსიაზე გასვლა და მხოლოდ მაღალანაზღაურებადი პენსია. საბჭოს წევრები აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული ეროვნული ბანკის საქმიანობაში“ – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომის დასაწყისში განაცხადა, სადაც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატს ნათია თურნავას მოუსმინეს.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ კომიტეტს ნათია თურნავას კანდიდატურა წარუდგინა.

ირაკლი კოვზანაძის განცხადებით საქართველოს პრეზიდენტის პრეროგატივაა დაასახელოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატურა, კომიტეტი კი იმოქმედებს რეგლამენტის შესაბამისად.

მოვუსმენთ კანდიდატს, იქნება პროფესიონალური კითხვები და კომიტეტი მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატის მოსმენის წინ. მისი თქმით, ნათია თურნავა პროფესიონალია მას აქვს კარგი გამოცდილება ეკონომიკურ სფეროში.

ოპოზიციამ მოითხოვა კომიტეტის სხდომაზე, როცა ჩვენ გვექნება ეროვნული ბანკის წლიური ანგარიშის განხილვა საბჭოს წევრების დასწრება. ჩვენ, შესაბამისი წერილით მივმართეთ ეროვნულ ბანკს და მოვიწვიეთ საბჭოს წევრები. ეს ხაზს უსვამს საბჭოს წევრების უფრო მეტად ჩართულობის მნიშვნელობას ეროვნული ბანკის საქმიანობაში“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ ნათია თურნავას მოუსმინეს.

​ნათია თურნავამ ეროვნული ბანკის საბჭოში საკუთარ ხედვაზე და პრიორიტეტებზე ისაუბრა და დეპუტატების კითხვებს უპასუხა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის პოზიციაზე ნათია თურნავას კანდიდატურას მხარი დაუჭირა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“არც ერთი ნაბიჯი უკან! ჩვენს უკან ჩვენი სამშობლოა! ოლიგარქია უნდა დაემხოს!” – ნიკა გვარამია

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერს, ნიკა გვარამიას სასამართლომ გირაო პატიმრობით შეუცვალა....

“რეპრესიების ფაზები, რომელიც დაამკვიდრებს საქართველოში ტოტალიტარულ მმართველობას” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია საქართველოში ტოტალიტარული მმართველობის დამკვიდრების 6...

“არ არსებობს, რომ მე პოლიტიკას შევეხო” – მერაბ დვალიშვილი

UFC-ის ქართველი მებრძოლი, ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი კომენტარს აკეთებს პოლიტიკასთან...

“მათე და ყველა სინდისის პატიმარი აუცილებლად იქნებიან თავისუფლები!” – გიორგი ვაშაძე

საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ მათე დევიძის საქმეზე სასამართლომ განაჩენი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

ლაშა ბაქრაძე: “იქნებ ჩვენი ბლეიზი არჩილის შვილიშვილია?”

ბლეიზ მეტრეველის დანიშვნას დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის, MI6-ის ხელმძღვანელად,...

“ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა გვარამიას! მერამდენედ უნდა დაიჭირონ ასე უსამართლოდ?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა...