ხუთშაბათი, მაისი 22, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარილარის კურსილარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 04.06-06.06 პერიოდისთვის

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 04.06-06.06 პერიოდისთვის

3 ივნისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 4-6 ივნისისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ წინა კვირის დასაწყისში ლარი გაუფასურდა სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, თუმცა ბოლო 2 ვაჭრობაზე ისევ დაფიქსირდა ლარის გამყარების ტენდენცია. კერძოდ, ლარის კურსის შემდეგი დინამიკა გამოიკვეთა დოლართან მიმართებაში წინა 4 ვაჭრობის:

31 მაისი – 2.9546;
1 ივნისი – 3.0249;
2 ივნისი – 3.0307;
3 ივნისი – 3.0076.

ბოლო კვირეების განმავლობაში ლარის სტაბილური გამყარების შემდეგ, წინა კვირას ეროვნული ვალუტა ნახტომისებურად გაუფასურდა, თუმცა ბოლო 2 ვაჭრობაზე ისევ დაიწყო გამყარება და 3 ივნისიდან, 3 დღის განმავლობაში, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში კი იქნება – 2.9707, ანუ წინა დღის კურსთან მიმართებაში გამყარდა 0.0369 ლარით.

ანალოგიური სიტუაციაა ევროსთან მიმართებაშიც და ბოლო ვაჭრობაზე ისევ გამყარდა 0.0273 ლარით. თუ ბოლო ვაჭრობამდე 1 ევრო ღირდა 3.2163 ლარი, შემდგომი 3 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 3.1890 ლარი.

ამავე პერიოდში სხვა ვალუტებთან მიმართებაში ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.7315 ლარი
1 თურქული ლირა – 0.1800 ლარი
10 უკრაინული გრივნა – 1.0152 ლარი
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.7520 ლარი
1000 სომხური დრამი – 6.8009 ლარი
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.0954 ლარი
10 ჩინური იუანი – 4.4603 ლარი
10 ისრაელის შეკელი – 8.9154 ლარი
100 იაპონური იენი – 2.2820 ლარი

ბოლო პერიოდში ლარის არასტაბილური კურსი ფიქსირდება რუსულ რუბლთან მიმართებაში, თუმცა იკვეთება ლარის გამყარების ტენდებციაც. კერძოდ, 100 რუსული რუბლი:

31 მაისი – 4.7347;
1 ივნისი – 4.8818;
2 ივნისი – 4.8440;
3 ივნისი – 4.8199.

რუსულ რუბლთან მიმართებაში, ლარის ნახტომისებურად გამყარების შემდეგ 28-30 მაისს 100 რუსული რუბლი ღირდა 4.3259 ლარი, შემდეგ ასევე ნახტომისებურად გაუფასურდა ლარი, თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ბოლო ვაჭრობებზე აქაც იკვეთება ლარის გამყარების ტენდენცია და 3 ივნისის ვაჭრობაზე კიდევ გამყარდა – 0.0426 ლარით, შესაბამისად, შემდგომი სამი დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 4.7773 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მეგობარი აქტი” არის პასუხი მოძალადე რეჟიმის ქმედებებზე. ამერიკამ მხარი დაუჭირა ქართველ ხალხს და არა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ეხმიანება აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის...

“განსაკუთრებით ვამაყობ ჩემი ნიკუშათი, გარდა იმისა, რომ ბევრ რამეში გაჭრილი ვაშლივით მგავს, კიდევ უფრო...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თინა ბოკუჩავას, პეტრე ცისკარიშვილის...

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...