შაბათი, ივლისი 5, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისხვადასხვა"მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის შესაძლო ფაქტზე,...

“მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის შესაძლო ფაქტზე, გამოძიება აქტიურ რეჟიმში გრძელდება” – სპეციალური საგამოძიებო სამსახური

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებას ავრცელებს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უწყების მიერ ჩატარებული საგამოძიებო საქმიანობის თაობაზე:

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის შესაძლო ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144 (3) მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, გამოძიებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს.

2022 წლის 1 მარტიდან, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შექმნის დღიდან, აღნიშნულ საქმეზე 49 პირი გამოიკითხა, მათ შორის სპეციალური პენიტენციური სამსახურის და მისი სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელები, №8 პენიტენციური დაწესებულებების პატიმრები, ასევე სამედიცინო პერსონალი და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების ფარგლებში, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში“ სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან გამოთხოვილ ვიდეო-აუდიო ჩანაწერებზე კომპლექსური – ჰაბიდოსკოპიური (ფონო) ვიდეო ექსპერტიზა დაინიშნა. აღნიშნულ ვიდეო-ჩანაწერებზე ასახულია 2021 წლის 27-28 დეკემბერს სსიპ „გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალიდან“ მიხეილ სააკაშვილის გამოწერისას და მაჯის საათის ჩამორთმევისას განვითარებული მოვლენები. ასევე, ვიდეო-ჩანაწერებზე, რომელზეც ასახულია №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციულ ბლოკში ყოფნისას განვითარებული მოვლენები, მონტაჟის კვალის დადგენის მიზნით ვიდეო ექსპერტიზა დაინიშნა.

ობიექტური, სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დამცველი ადვოკატის განცხადების და მასში წარმოდგენილი კითხვების საფუძველზე, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში“ მიხეილ სააკაშვილის მიმართ დამატებით სამედიცინო კომისიური ექსპერტიზები დაინიშნა.

ექსპერტიზის ფარგლებში შესწავლილი იქნება რამდენად ადექვატურად მიმდინარეობდა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვა-დიაგნოსტიკა, მკურნალობა და რეაბილიტაცია. ასევე, გაეწია თუ არა მას დროული, ადეკვატური, კვალიფიციური და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება №12 პენიტენციურ დაწესებულებასა, №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დაწესებულებაში, ასევე, სსიპ „გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში“ და ჰოსპიტალიდან გაწერის შემდეგ №12 პენიტენციურ დაწესებულებაში.

ადვოკატის განცხადების საფუძველზე და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში“ მიხეილ სააკაშვილის მიმართ დამატებით ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაინიშნა.

აღნიშნულ საქმეზე, გამოძიების დაწყების დღიდან დანიშნული სხვადასხვა სახის კომპლექსური ქიმიური, ბიოლოგიური და ტრასოლოგიური, სასამართლო-სამედიცინო, საინფორმაციო-ტექნოლოგიური, ჰაბიდოსკოპიური(ფონო), ვიდეოსკოპიური, ფსიქოლოგიური და კომისიური სამედიცინო ექსპერტიზებიდან, ამ დროისთვის გამოძიებამ მხოლოდ ამოღებულ ტანსაცმელზე დანიშნული ბიოლოგიური და ქიმიური ექპერტიზის პასუხები მიიღო.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის შესაძლო ფაქტზე, გამოძიებისთვის საჭირო ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, ობიექტური, სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიხეილ სააკაშვილის დამცველი ადვოკატები მიმდინარე გამოძიებაში სრულად არიან ჩართული და აქვთ წვდომა სისხლის სამართლის საქმის მასალებთან.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური მიმდინარე გამოძიების თაობაზე, დაცვის მხარისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებას და საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობას კვლავ უზრუნველყოფს,” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“მარიამ ლაშხს რა აძინებს მშვიდად, რაც მას წყევლა და გინება მიუვიდა!” – ელისო კილაძე

დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ 12-12 დღიანი პატიმრობა...