spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებითბილისის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი იწყება

თბილისის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი იწყება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2022-2023 სააღმზრდელო წლისთვის ბავშვთა ელექტრონული რეგისტრაციის პირველი ეტაპი 3 ივნისს, 10:00 საათზე დაიწყება და 10 ივნისამდე გაგრძელდება.

რეგისტრაცია წარიმართება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე – www.kids.org.ge და ამ პერიოდში რეგისტრაციას შეძლებენ პრიორიტეტით მოსარგებლე აპლიკანტები.  ეს კატეგორიებია:

  1. ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები;
  2. სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილები (100 000-მდე ქულა);
  3. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) ბავშვები;
  4. დედმამიშვილები (როცა აპლიკანტის დედმამიშვილი უკვე არის ამავე ბაღის აღსაზრდელი);
  5. მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები;
  6. მრავალშვილიანი ოჯახების სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები (ოთხი და მეტი შვილი);
  7. სამხედრო მოსამსახურეთა შვილები (საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში, საერთაშორისო სამშვიდობი მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი, დაშავებული, დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგულ სამხედრო მოსამსახურეთა შვილები, ასევე, რეგისტრაციის პერიოდში, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების შვილები).

მნიშვნელოვანია, მშობლებმა გაითვალისწინონ, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია (ბავშვის დაბადების მოწმობა, ჯანმრთელობის ცნობები – ფორმა 100/ფორმა 50), ბაღის ნომერი და მშობლის საკონტაქტო ინფორმაცია უნდა გაგზავნონ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: skolamdeliregistracia2023@gmail.com.

ელექტრონული ფოსტის ამავე მისამართზე – skolamdeliregistracia2023@gmail.com მიიღება სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე მოქალაქეების შვილების რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტები (ცნობა თავდაცვის სამინისტროდან, ბავშვის დაბადების მოწმობა, მშობლის პირადობის დამადასტურებელი ცნობა, ინფორმაცია სასურველი ბაღის შესახებ და მშობლის საკონტაქტო ინფორმაცია).

ყველა სხვა ზემოთხსენებული სტატუსის მქონე აღსაზრდელი პირველ ეტაპზე დარეგისტრირდება ელექტრონულად, ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმის შევსების გზით.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

20-21 ივნისს ბათუმში “ზაფხულის ფესტივალი” ჩატარდება

20-21 ივნისს, ბათუმში ზაფხულის ტურისტული სეზონი „ზაფხულის ფესტივალით“ ოფიციალურად...

🦅 ფასკუნჯი (Neophron percnopterus)

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მორიგი საინტერესო მასალა. ამჯერად გაიცანით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მეტი ემპათია თუ არა ჭკუა მაინც არ გაქვთ, რომ საკუთარ მომავალზე იფიქროთ? სად წავა...

ადვოკატ შოთა თუთბერიძის მიერ მისი დაცვის ქვეყ მყოფი “კოალიცია...

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“ნარკომანიის და კრიმინალის ზეობის ხანაში სააკაშვილის ნულოვან ტოლერანტობაზე ვინც ღელავდით, ახლა ნახეთ კობახიძის ნულოვანი...

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ შედარება-მინიშნებებს აკეთებს,...

“ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე, პაატა სალია, ნესტან ვერულაშვილი, გიორგი არევაძე, მარიამ წულაია – ეს...

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თეონა ჭალიძემ, ტვ "პირველის" ეთერში, ემოციური შეფასებებით...

“ზარქუამ, არანაირი უკანდახევა არ იქნებაო… მართლაც უპრეცედენტო გმირობაა მისი მხრიდან!” –

ირაკლი ზარქუას პოზიციას, ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით მიღებულ...