შაბათი, მარტი 15, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიადამიანის უფლებებისტაჟიორებს საჯარო სამსახურში საქმიანობის პერიოდი სამუშაო სტაჟად ჩაეთვლებათ

სტაჟიორებს საჯარო სამსახურში საქმიანობის პერიოდი სამუშაო სტაჟად ჩაეთვლებათ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შესატანი ცვლილება, რომლის თანახმად, სტაჟიორებს საჯარო სამსახურში საქმიანობის პერიოდი სამუშაო სტაჟად ჩაეთვლებათ.

კანონპროექტის ავტორის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გივი მიქანაძის განცხადებით, საჯარო უწყებებში სტაჟირება და სტაჟირების გავლის წესი, ფაქტიურად, ინდივიდუალურ პრაქტიკად არის ჩამოყალიბებული და ეს საკითხი საკანონმდებლო დონეზე არ არის დარეგულირებული.

მისი თქმით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი არ იცნობს ტერმინებს სტაჟიორი და სტაჟირება და აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც სტაჟირებას გადის საჯარო უწყებაში, მას ეს პერიოდი შრომის სტაჟში არ ეთვლება.

შესაბამისად, ეს პერიოდი მას არ აძლევს იმის საშუალებას, რომ დაიგროვოს შრომითი სტაჟი, რომლითაც შესაძლებლობა ექნება შემდგომში სხვადასხვა საფეხურის კონკურსებში მიიღოს მონაწილეობა, დაიკავოს კონკრეტული პოზიციები და კარიერულად განვითარდეს. სწორედ ამიტომ, ფრაქციაში მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ კანონში შევიდეს ცვლილება, რომლის საფუძველზეც გაჩნდება ტერმინები სტაჟირება და სტაჟიორი“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

პროექტის თანახმად, კანონს დაემატება ახალი თავი, რომელიც დეტალურად განსაზღვრავს სტაჟირების წესს და მითითებულია კონკრეტული კრიტერიუმები, რომლითაც უნდა მოხდეს სტაჟიორების შერჩევა.

სტაჟიორად შეიძლება მიღებულ იქნეს პირი, რომელიც სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ (დამამთავრებელი წლის შემთხვევაში), მეორე ან მესამე საფეხურზე ან პროფესიული განათლების საფეხურზე (დამამთავრებელი წლის შემთხვევაში) ან დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების ან პროფესიული განათლების ერთ-ერთი საფეხური და საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის დასრულებიდან გასული არ არის 5 წელზე მეტი.

კანონპროექტით, პირის ერთსა და იმავე საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება არანაკლებ 6 და არაუმეტეს 12 თვის ვადით. გივი მიქანაძის განცხადებით, კანონპროექტით შემოდის ჩამკეტი მექანიზმი, რაც იმას გულისხმობს, რომ თითოეულ საჯარო უწყებაში დასაქმებული სტაჟიორების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საშტატო შემადგენლობის სამ პროცენტს თითოეულ პერიოდზე, რომელსაც უწყებები დაადგენენ.

სტაჟიორს უფლება აქვს ერთსა და იმავე დამსაქმებელთან სტაჟირება გაიაროს მხოლოდ ორჯერ. კანონის მიღების შემდეგ სტაჟირების პერიოდი ჩაითვლება სამუშაო სტაჟად და საჯარო დაწესებულებაში სტაჟირება არ იქნება ანაზღაურებადი.

გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ კანონპროექტით შემოდის კანონის უკუქცევითი ძალა, რომლის საფუძველზეც ყველა იმ პირს, რომელიც პარლამენტში, უმაღლესს საბჭოსა თუ საკრებულოს ფრაქციაში როდესმე საქმიანობდა ეს პერიოდი ჩაეთვლება სამუშაო სტაჟად.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“თქვენ, გუშინ გამოჩეკილო პარტაქტივისტებო და სიტუაციურო “გმირებო”, ცოტა ტონს დაუწიეთ…” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, გარკვეული კატეგორიის პირებს კონკრეტული მინიშნებებით...

“მარტივად რომ ვთქვათ, ზარქუათი ვეღარავის გავაკვირვებთ” – ზაზა ბიბილაშვილი

,,ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს...

კონფერენცია – “საქართველო, უკრაინა და თანამედროვე მსოფლიო”

16 მარტს დაგეგმილი კონფერენციის თაობაზე განმარტებებს აკეთებს "მოძრაობა -...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს ქვეყანა და ჩვენი მომავალი გადაყვა ოპოზიციის შიდა კინკლაობებს, ეგოებს და თავის დაფასებებს” –...

პოლიტიკური პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის...

“დავსვათ კითხვა: ვინ უჭერს მხარს ივანიშვილის რეჟიმს? ის ქვეყნები, რომლებიც დემოკრატიას ებრძვიან! ის რეჟიმები,...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე რუსეთის დაზვერვის განცხადებას...

“დარწმუნებული ვარ, რომ ყველა პოლიტიკური პატიმარი, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილი, გათავისუფლდებიან ქვეყანასთან ერთად” –...

“ე.წ. მთავრობა საქართველოში ემსახურება პუტინის ინტერესებს,ამიტომ მისი ერთ-ერთი მთავარი...

“დიდთოვლობისას საჭირო ტექნიკის მაგივრად წყლის ჭავლის მანქანები იყიდეს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სტიქიასთან ბრძოლის მხრივ მწვავე...