ხუთშაბათი, ივნისი 26, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ძალიან ბევრი შეხვედრა გვაქვს დაგეგმილი, რომ უფრო მეტი...

“ძალიან ბევრი შეხვედრა გვაქვს დაგეგმილი, რომ უფრო მეტი და მეტი მხარდაჭერა გამოიკვეთოს საქართველოსთან მიმართებით” – გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის”, “რესპუბლიკური პარტიის” და თავისუფალი დემოკრატების” ლიდერები ირლანდიაში ალდეს შეხვედრაზე გაემგზავრნენ. როგორც გიორგი ვაშაძე აცხადებს შეხვედრას ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყნის პრემიერ მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროპარლამენტარები დაესწრებიან. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ახლა მთავარია ყველამ დაუჭიროს მხარი საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის მიღების საკითხს, რადგან ქართველი ხალხი იმსახურებს ამას:

მივდივართ “ალდეს” ევროპული ოჯახის პარტიების შეკრებაზე, სადაც ათასამდე დელეგატი მიიღებს მონაწილეობას. შეხვედრაზე იქნებიან ევროკავშირის წევრი სამი ქვეყნის პრემიერ მინისტრი, ასევე რამდენიმე საგარეო საქმეთა მინისტრი და ასამდე ევროპარლამენტარი.

მთავარი საკითხი არის, რომ “ქართული ოცნების” გადამკიდე ძალიან მძიმე მდგომარეობაა ევროკავშირის კანდიდატის მიღების საკითხთან დაკავშირებით და ჩვენი მთავარი გზავნილი იქნება, რომ საქართველო იმსახურებს გახდეს ევროპული ოჯახის წევრი.

ძალიან ბევრი შეხვედრა გვაქვს დაგეგმილი, რომ უფრო მეტი და მეტი მხარდაჭერა გამოიკვეთოს საქართველოსთან მიმართებით. დიახ, ახლა ის დროა, როდესაც ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავარწმუნოთ ჩვენი ევროპელი პარტნიორები საქართველოს მხარდაჭერაში, რათა მივიღოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. გვერდზე უნდა გავწიოთ ის, რაც ცუდი გაკეთდა ბოლო წლების მანძილზე და ვთქვათ მთავარი, ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და რადგანაც ხელისუფლება არაფერს აკეთებს ჩვენ მაქსიმუმი უნდა შევძლოთ. ეს არის “სტრატეგია აღმაშენებელის” მიზანი. აუცილებლად მინდა, რომ კონკრეული რეზოლუცია იყოს მიღებული, რომელიც მხარს დაუჭერს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას” – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურ ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

თბილისის საბავშვო ბაღებში 2025-2026 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია 7 ივლისს დაიწყება

თბილისის საბავშვო ბაღებში 2025-2026 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია 7...

“სოლიდარობას და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ნინო დათაშვილს, გამბედავ და სამართლიანობისთვის მებრძოლ მასწავლებელს” – გიორგი...

სოციალურ ქსელში მწვავე პოლიტიკური შეფასებებით ეხმაურება მასწავლებლის, ნინო დათაშვილის...

“ახლა ინიციატივა საკუთარ ხელში უნდა აიღონ პარტიების ლიდერების მეორე ეშელონმა” – რომან გოცირიძე

ოპოზიციური პარტიების ლიდერების დაკავების ფაქტს კონკრეტული შეთავაზებებით ეხმაურება პარლამენტის...

“ყველაფერზე წამსვლელი სოციოპატი პაიკის პოვნა ადვილი არ არის. კობახიძე პრაქტიკულად უნიკალურია” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი 6 წლის წინანდელი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“რუსთაველის გამზირის გადაკეტვების და სხვა გამომწვევი ქმედებების ერთერთი მიზანია, რომ ხალხში ვინმეს ნერვებმა უმტყუნოს...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, საპროტესტო აქციების მონაწილეების მხრიდან, რუსთაველის გამზირის...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...