შაბათი, მაისი 17, 2025
12.9 C
Tbilisi
spot_img
მთავარისხვადასხვაშოთა ხაბარელი: "მაგით თენდება და ღამდება საქართველოში -...

შოთა ხაბარელი: “მაგით თენდება და ღამდება საქართველოში – რა შეჭამა სააკაშვილმა და როგორ არ გავიდა ჯუჭში”

პარლამენტის ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრი შოთა ხაბარელის ეხმაურება ევროპის სახალხო პარტიაში გაკეთებულ განცხადებებს და ამასტან პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს ,,ერთიან ნაციონალური მოძრაობასა“ და საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით:

,,ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია სახალხო პარტიის განცხადებები, როგორ არის პირდაპირ ერთად შერწყმული ,,ნაციონალურ მოძრაობასთან“. მე ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ.

დღესაც ზუსტად ამას აგრძელებენ. ამ ხაზზე არის ეს პოლიტიკური პარტია. აქედან გამომდინარე, მე მიმაჩნია, რომ ისინი რას იტყვიან არაფერს არ ნიშნავს – პირდაპირ მინდა გითხრათ. მთავარი ის არის, რომ მას მისჯილი აქვს სასჯელი, არანაირი პოლიტპატიმარი არ არის სააკაშვილი. იმან უნდა მოიხადოს ის 6 წელი, რომელიც მიუსაჯა მას სასამართლომ.

ერთი მინდა, კიდევ დავამატო, ერთი სიტყვით – მოიქცეს ღირსეულად!

ხელისუფლება იქცევა ღირსეულად. პატიმარს რაც სჭირდება, ყველაფერს უკეთებენ იმისათვის, რომ თავი იგრძნოს ნორმალურად, იყოს ჯანმრთელად.

როდესაც თვითონ თავის თავს აზიანებს – არ იღებს საკვებს, არ ჭამს და სულ პრობლემების წინაშე დგას, სულ ყოველდღიურ დღის წესრიგში მაგით თენდება და მაგით ღამდება საქართველოში რა შეჭამა სააკაშვილმა და როგორ არ გავიდა ჯუჭში. ეს არის მაგის ბოლო დროინდელი მოქცევა. ბოლოდროინდელი კი არა 6-7 თვეა სულ ამ პროცესში ვართ’’, – განაცხადა შოთა ხაბარელმა ,,მთავრი არხის“ ჟურნალისტთან.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მიშას ჯინაზე ქოცებო – დამწყებო პოლიტიკოსებო… პატიმარ კაცთან ბრძოლა ვინ გასწავლათ?” – ელისო კილაძე

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსით კონკრეტულ პიროვნებებს, პირდაპირი მინიშნებით მიმართავს...

“დაიმახსოვრეთ, ისეთ ხათაბალაში აღმოჩნდებით, მთელი ცხოვრება ვერ ჩამოირეცხავთ სირცხვილს…” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი საზოგადოებას კონკრეტული რჩევა-შეთავაზებით...