ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
11.3 C
Tbilisi
spot_img
მთავარიადამიანის უფლებები"პენიტენციურმა სამსახურმა გამოიყენა ყველა ის ბერკეტი, რომელიც არსებობს...

“პენიტენციურმა სამსახურმა გამოიყენა ყველა ის ბერკეტი, რომელიც არსებობს პროცესის გაჭიანურებისთვის“ – შოთა თუთბერიძე

საქართველოს მე-3 პრეზიდენტთან ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებს ისევ არ უშვებენ, აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შოთა თუთბერიძე და სასამართლოს გადაწყვეტილებას შეახსენებს პენიტენციურ სამსახურს:

,,პენიტენციურმა სამსახურმა გამოიყენა ყველა ის ბერკეტი, რომელიც არსებობს ამ პროცესის გაჭიანურებისთვის. ეს არის უბრალოდ სამარცხვინო საქციელი!

სასამართლო, ერთის მხრივ – ხელს იშვერს პენიტენციური სამსახურისკენ და ამბობს, რომ იმან დაავალა, ხოლო პენიტენციური სამსახური ხელს იშვერს სასამართლოსკენ და ამბობს, რომ მათ არ მიუღიათ ჯერ-ჯერობით წერილი სასამართლოდან.

თუმცა, ცხადი არის ის, რომ სასამართლო სხდომა გადაიცემოდა პირდაპირ ეთერში. გადაწყვეტილების შინაარსი ცნობილია პენიტენციური სამსახურისთვის და არავითარი ხელოვნური ბარიერის შექმნის საჭიროება და აუცილებლობა, ბუნებრივია, არ დგას.

კანონით განსაზღვრული ვადა, კანონით განსაზღვრული შეზღუდვა არ არის. შესაძლებელი იყო მეორე ან იმავე დღესაც გადმოცემა. სამწუხაროა, რომ ამ მიმართულებით სასამართლო ვერ აღმოჩნდა სწრაფი და ეფექტური.

ამიტომ ვაპირებთ სიარულს და დაინტერესებას მანამ, სანამ არ ჩავიბარებთ“, – განაცხადა შოთა თუთბერიძემ

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

კახა კალაძე “მეგობარ აქტზე”: ის შინაარსობრივად დაფუძნებულია სიცრუეზე

თბილისის მერის განცხადებით, საქართველოსთან დაკავშირებით წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული...

“ივანიშვილი თავისი მანერებით და ქმედებებით გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ასლანს” – მიხეილ სააკაშვილი

წლების წინანდელ ფაქტებს იხსენებს და შედარებებს ახდენს საქართველოს მე-3...

ირაკლი კობახიძის ღია წერილი დონალდ ტრამპს და ჯეი დი ვანსს

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე ღია წერილით მიმართავს ამერიკის შეერთებული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

“‼️‼️‼️ იმედი მაქვს ვიღაცას მაინც ექნება ადეკვატური რეაქცია ამ აღვირახსნილებაზე!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...